ავტორი:

ანზორ მელია აქციაზე: "ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერს გაუძლებს! მთავრობას მივმართავ - ხალხს ვერ დააჩოქებთ"

ანზორ მელია აქციაზე: "ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერს გაუძლებს! მთავრობას მივმართავ - ხალხს ვერ დააჩოქებთ"

"ნიკა ვაჟკაცია და ის ყველაფერს გაუძლებს. მთავრობის მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

ასევე ანზორ მელიამ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მისი შვილის გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

“მიუხედავად მძიმე დღეებისა, მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილის გვერდით ამდენ მოსიყვარულე თვალებს ვხედავ. ეს წარმოუდგენელი იყო, არ მოველოდი, ასეთ ასაკში ასეთი სიყვარულის მოპოვებას.

ნიკა, თუ როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია, ეს რომ თქვენ დაინახეთ, შეიყვარეთ, რომ მლოცავთ მე, ჩემს მეუღლესა და ბავშვებს, ყველას დიდი მადლობა! მე ვიცი, რომ ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერს გაუძლებს! ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ქუთაისში "ნამახვანჰესის" მშენებლობა მასშტაბური აქციით გააპროტესტეს

პარლამენტთან აქტივისტები კიდევ ერთი კარვის გაშლას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა

"გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა და ვაშაძეს ხმა არ ამოუღია" - მელია