ავტორი:

"შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა!" - მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს "ფრონტის გაშლისკენ" მოუწოდებს

"შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა!" - მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს "ფრონტის გაშლისკენ" მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს და საქართველოში მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სჯერა, რომ ნიკა მელია მალე დატოვებს ციხეს, მის ადგილს კი "ქართული ოცნების" ლიდერები დაიკავებენ:

"მინდა მივესალმო იმ ხალხს, ვინც დღეს შეიკრიბა თბილისში კანცელარიასთან. მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია - ამაში ვარ დარწმუნებული, გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით!

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით. ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით კიდევ, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში!

ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ახლა არის მთავარი მობილიზაცია მთელს საქართველოში, ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა!

ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე!" - ამბობს ექს პრეზიდენტი მიმართვაში.

"გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა და ვაშაძეს ხმა არ ამოუღია" - მელია

"ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ, სერიოზულად არც აღმიქვამს, გამეცინა" - მელიას პასუხი პროკურატურას

"სანდრო მაკლია, ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ... როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან