ავტორი:

"თავს გრძნობს მხნედ... ერთადერთი მოთხოვნაა, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი" - ნიკა მელია საკანში სახალხო დამცველმა მოინახულა

"თავს გრძნობს მხნედ... ერთადერთი მოთხოვნაა, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი" - ნიკა მელია საკანში სახალხო დამცველმა მოინახულა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც მან დაწესებულების დატოვების შემდეგ აღნიშნა, ნიკა მელიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მოვინახულე ნიკა მელია საკანში. მაინტერესებდა მისი მდგომარეობა, გამოვკითხე მისი პირობები დაკავების მომენტიდან ამ დრომდე. როგორც მან მითხრა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებაში იყო გადაყვანილი და იქიდან წამოიყვანეს პირდაპირ მე-12 დაწესებულებაში.

ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ფიქრობს, რომ ციხეში არსებული პირობები დამაკმაყოფილებელია.

თავს გრძნობს მხნედ და ჰქონდა სურვილი, რომ საჯაროდ მეთქვა, საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა. ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი, ჩვენ ვესაუბრეთ ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება და მიეცემა საშუალება, რომ გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვინ არიან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები და რას ამბობს მათზე მეზობელი - "იცით რა წყნარები არიან? გაკვირვებულია ყველა"

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა - რას წერს ტელეწამყვანის მეუღლე "ფეისბუქზე"?

რას პასუხობს ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას - "წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა... ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით"