ავტორი:

სად არის დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ბავშვთა სამყარო? - გაიგეთ, რატომ არის ეს კომპანია თანამედროვე მშობლების N1 არჩევანი

სად არის დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ბავშვთა სამყარო? - გაიგეთ, რატომ არის ეს კომპანია თანამედროვე მშობლების N1 არჩევანი

ფიქრობთ, ალბათ, რატომ უნდა წაიკითხოთ ეს სტატია, რაში გამოგადებათ ან რას გაიგებთ? თუ მომავალი მშობელი ხართ, აუცილებლად თავადაც ბევრ საინტერესო ფაქტს შეიტყობთ საკუთარი თავისთვის და ბევრ კითხვაზე გაგეცემათ პასუხი; ხოლო თუ არ გყავთ და არც ელოდებით პატარას, მაშინ ერთხელ მაინც მეგობარს, ახლობელს, ბიძაშვილს, დაქალს, თანამშრომელს ან თუნდაც მეზობელს ურჩევთ საუკეთესო ადგილს, სადაც მისი პატარასთვის საუკეთესო პროდუქციის შეძენას შეძლებს.

ბევრი თქვენგანი შეხვდებოდა სოციალურ ქსელში ფერად პოსტებს ულამაზესი საბავშვო ნივთებითან „ქერა გოგოს“, რომელიც გულმოდგინეთ გიხსნით ამა თუ იმ საბავშვო პროდუქტის მოხმარების ინსტრუქციასა და დეტალებს, გამოჩენილ სახეს, რომელიც „ვიშლისთში“ შეძენილი საბავშვო ეტლით პოზირებს ან საგანმანათლებლო ვიდეოს ავტოსავარძლების მოხმარების წესებსა და ნიუანსებზე, საქველმოქმედო ჯგუფის პოსტს, ამ კომპანიის დახმარებით გაბედნიერებულ გაჭირვებულ ადამიანებზე - დიახ, ეს ყოველივე „ვიშლისთია“ და ეს ისაა, რის დამსახურებითაც ათასობით მომხმარებელი იცნობს კომპანიას.

დღეს „ვიშლისთს“ სოციალურ ქსელში 300 000-მდე მიმდევარი ჰყავს და ამ სფეროში უპირობო ლიდერია. ასევე ლიდერია იმპორტირებული პროდუქციის მოცულობისა და ფილიალების ფართისა და რაოდენობის მიხედვით. თუ როგორ მიაღწიეს ამ წარმატებას და რატომ არიან დღეს ლიდერები, ამაზე კომპანიის დამფუძნებელი, იგივე „ლაივების წამყვანი“ სალომე ქუთათელაძე მოგვითხრობს.

„პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებს, ვინც ნდობა და ერთგულება გამოგვიცხადა. ჩვენ ყველგან და ყოველთვის ხმამაღლა ვამბობთ, რომ ჩვენი წინსვლისა და წარმატების საწინდარი სწორედ ისინი არიან.

შემდეგ კი აუცილებლად ისეთ ასპექტებს გამოვყოფ, რაც ყველამ გვინდა, რომ იცოდეს, რაც თავად მომხმარებლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც აუცილებლად გამოადგებათ არჩევანის გაკეთებისას,“ - აღნიშნავს სალომე ქუთათელაძე.

  • პროდუქციის ხარისხი - „ვიშლისთმა“ წლების წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულად ამოეღო რეალიზებიდან ყველა პროდუქტი, რომელსაც არ ჰქონდა EN სერტიფიკატი მინიჭებული და არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი შემოწმება. „ვიშლისთმა“ თავად დაიწყო მხოლოდ EN სერტიფიცირებული ევროპული და სხვა საერთაშორისო ბრენდების იმპორტი. სამწუხაროდ, დღემდე ბევრი კომპანია ასაღებს არა სერთიფიცირებულ No name პროდუქციას ევროპულ ბრენდად, „ვიშლისთში“ კი ამისაგან სრულად დაცულია მომხმარებელი და ნებისმიერ პროდუქტზე შეუძლია, გამოითხოვოს და მიიღოს დეტალური შემოწმების დოკუმენტაცია და სერთიფიკატები

  • ხელმისაწვდომი ფასები - უმაღლეს ხარისხთან ერთად ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნეთ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასი და ზოგადად, საბაზრო ფასების შემცირების ინიციატორებიც გავხდით. მაგალითად, ჩვენამდე თუ ავტოსავარძელი 250 ლარს ზემოთ ღირდა და ფუფუნების საგნად ითვლებოდა, ჩვენ მომხმარებელს შევთავაზეთ EN სერთიფიცირებული მოდელები 99 ლარიდან და გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვებიც „იძულებულნი“ გახდნენ, დაეწიათ ფასები. იგივე იყო მაღალი ხარისხის ეტლებსა და სხვა ევროპულ საბავშვო პროდუქციაზეც.

  • მსოფლიო ბრენდები - ჩვენი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული არიან ისეთი ცნობადი და მსოფლიოში ლიდერი ბრენდები, როგორიცაა, მაგალითად: GRACO, Anex, Pilsan, Hasbro, Polesie, ასევე ევროპაში მოწინავე ნოვატორი ბრენდები: KikkaBoo spain, Cangaroo Bulgaria, Adamex, Polini, Moni Bulgaria, Baby Merc, Byox, Incanto, Mochtoys, Wader და სხვა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია თითოული მათგანის რეალურად ევროპულ წარმომავლობა და რეალურად ლიდერულ პოზიციები ინეტრენტისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გადაამოწმოს.
  • პროდუქციის ყველაზე დიდი და ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი - ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ 2500 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ სივრცეში განთავსებულ 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, 100-ზე მეტ კატეგორიაში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს 2020 წელს შევთავაზეთ ძალიან კარგი სიახლე - სათამაშოების გრანდიოზული არჩევანი, რომელიც ერთის მხრივ EN სერთიფიცირებული და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მოდელებია, ხოლო მეორეს მხრივ, საშუალო და დაბალ საფასო კატეგორიაზეც არის გათვლილი. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს ფილიალები და ყველაზე სწრაფი საკურიერო სერვისი.

  • საგარანტიო სერვისი - ვიშლისთი იყო პირველი, ვინც მომხმარებელს საბავშვო პროდუქციაზე შესთავაზა საგარანტიო სერვისი. მაგალითად, ერთი წლის მანძილზე, თუ მომხმარებელს დაუზიანდა რაიმე მექანიზმი, „ვიშლისთი“ მას უსასყიდლოდ გამოუცვლის დაზიანებულ ნაწილს.
  • მომსახურების მაღალი დონე - ჩვენი ონლაინ და ფილიალების კონსულტანტები გადიან მინიმუმ 1 თვიან ტრენინგებს, სანამ დაიწყებენ მომხმარებელთა მომსახურებას, რათა დეტალურად შეისწავლონ პროდუქცია და სწორი რეკომენდაცია გაუწიონ მომხმარებელს. ხშირად ვატარებთ „იდუმალი მყიდველის“ კვლევებსაც, სერვისის მუდმივი მონიტორინგის მიზნით. შტატში ცალკე გვყავს ტრენერი და ასევე ცალკე კადრია „მომსახურების ხარისხის მენეჯერი“, იგივეcustomer care manager.თუ ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ მომხმარებლისგან უკმაყოფილების ფაქტის შესახებ, მას იმ დონეზე ვემსახურებით, რომ სამუდამოდ ჩვენი ერთგული მომხმარებელი ხდება.

R