ავტორი:

ახალი ბრენდი და დიდი გეგმები- კია 2021 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს

ახალი ბრენდი და დიდი გეგმები- კია 2021 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს

მოძრაობა რომელიც შთაგაგონებს (Movement that Inspires), - ეს „კიას“ ახალი სლოგანია, რომელიც იდეალურად გამოხატავს ბრენდის ახალ ფილოსოფიას. როგორც მის ახალ ვიდეორგოლშიც გამოჩნდა, „კია“ ინარჩუნებს კონცეფციას, რომელიც მუდმივ მოძრაობასა და განვითარებას გულისხმობს და ამავდროულად, ბრენდი მომავლის ტექნოლოგიებზე იწყებს მუშაობას.

„კიამ“ სიახლეები გრანდიოზული პრეზენტაციით აღნიშნა და სლოგანის წარდგენისას ცაზე პოლიდრონების რეკორდი დაამყარა.ბრენდის დიზაინერები და ტექნიკოსები გვპირდებიან, რომ მსოფლიო მალე განახლებულ სლოგანთან და ლოგოსთან ერთად, სრულიად განახლებულ ბრენდს იხილავს, ახალი თაობის, მომავლის ავტომობილებით. აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახელი უფრო გამარტივდა და „კია მოტორსის“ ნაცვლად უბრალოდ „კია“ განისაზღვრა.

მთავარი დიზაინერი ქერიმ ჰაბიბი:„კიაში“, ჩვენ გვსურს ახალმა ლოგომ გამოსახოს მომავლის პოტენციალი, ჩვენ გვჯერა მომავლის და ახალი ლოგოს სიმეტრია, სწორედ ამ თავდაჯერებას გამოხატავს, ხოლო აღმასვლა, რომელსაც ლოგოს სილუეტში ხედავთ, აგრეთვე ის აღმასვლაა, რომელიც ჩვენ გვინდა ჩვენთვის, ჩვენი ბრენდისთვის და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენი მომხმარებლებისთვის“.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც ავტომობილების კორეულმა მწარმოებელმა დააანონსა, ეკოლოგიაზე ზრუნვის ფარგლებში, 2027 წლისთვის 7 ახალი ელექტრომობილის გამოშვებაა. ახალ ელექტრომობილებს შორის იქნება სხვადასხვა სეგმენტის ავტომობილები, განსხვავებული გემოვნების მომხმარებლებისთვის.

„კიას“ ვიცე-პრეზიდენტი, გლობალური ბრენდისა და მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულების ხელმძღვანელი, არტურ მარტინსი აღნიშნავს, რომ „მოძრაობა ყოველთვის იყო „კიას“ მთავარი მამოძრავებელი ძალა, ხოლო ადამიანებისთვის გადაადგილების შესაძლებლობის შექმნა - კომპანიის მიზანი.

„მოძრაობას ადამიანები პროგრესამდე მიჰყავს, ავითარებს და უკეთესს ხდის მათ. სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ მოძრაობა შთააგონებს იდეებს“, - განმარტა მან.

„კიაში“ განხორციელებულ სიახლეებთან დაკავშირებით „კია საქართველოს“ გენერალური დირექტორი გიორგი ამაშუკელი აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს ახალი, საინტერესო შეთავაზებები ელოდებათ.

„მოძრაობა ყოველთვის იყო ჩვენი ბრენდის მთავარი მიზანი და გვჯერა, რომ ის შთააგონებს იდეებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევუქმნათ გარემო, რომელიც მათ შთაგონებასა და იდეების განხორციელებაში დაეხმარება. 2021 წელს „კია საქართველოს“ შოურუმიც განახლდება, გვექნება ახალი მოდელების პრეზენტაციები, მომხმარებელს კი ბევრ სასიამოვნვო სიახლეს, მათზე მორგებულ პირობებსა და გამორჩეულ სამომხმარებლო გამოცდილებას ვპირდებით. გლობალური რებრენდინგის ფარგლებში, კომპანიის სახელი შეიცვალა და „კია მოტორს საქართველოს“ ნაცვლად, „კია საქართველო“ გახდა“, - განმარტა მან.

R

სად არის დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ბავშვთა სამყარო? - გაიგეთ, რატომ არის ეს კომპანია თანამედროვე მშობლების N1 არჩევანი

რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ნათესავი საკვერცხის სიმსივნით დაავადდა

რას გვირჩევს ალერგოლოგი მადონა დევიძე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ