ავტორი:

შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება 25 თებერვალს, პირველ და 8 მარტს საქართველოში - სრული სია

შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება 25 თებერვალს, პირველ და 8 მარტს საქართველოში - სრული სია

კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 1-ელი მარტიდან დაიწყება.

რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციების შემსუბუქების გეგმა შემდეგია:

  • სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, ანუ, 25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
  • სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;
  • რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;
  • რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან;
  • სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან;
  • სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

"საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა

"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო