ავტორი:

"ფაიზერზე ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღი, "ასტრაზენეკასთან" კი კონტრაქტები გაფორმებულია, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ" - რა პასუხი აქვს მთავრობას ვაცინების შემოტანაზე

"ფაიზერზე ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღი, "ასტრაზენეკასთან" კი კონტრაქტები გაფორმებულია, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ" - რა პასუხი აქვს მთავრობას ვაცინების შემოტანაზე

„ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმებულია. თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა, წესით და რიგით, უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა დაანონსებულ ვადებში. მისივე თქმით, მოლოდინია, რომ საქართველოში ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყება.

„დადასტურება იყო ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ საქართველოს თებერვლის ბოლო კვირაში უნდა მიეღო პირველი „ფაიზერის“ დოზები, ამაზე იყო სრული დასტური. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ დიდი დეფიციტია, „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ვერ შეასრულა ევროკავშირის დაკვეთები სრულად, დღეს ევროკავშირი თავისი აცრის მაჩვენებლით ბევრად ჩამორჩება აშშ-ს და ბრიტანეთს. „ფაიზერს“ სურს, რომ ევროკავშირთან თავისი ვალდებულებები შეასრულოს და ამიტომ დანარჩენი 18 ქვეყნის მომარაგებაში შეიქმნა პრობლემა, რომლებიც Covax პლატფორმიდან უნდა მოვმარაგებულიყავით. ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღები „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ იმ არხებით, რაზეც ვმუშაობთ „ასტრაზენეკას“ მიღებასთან დაკავშირებით, რომ სერიოზული რამდენიმე ასეული ათასი დოზა წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ, კონტრაქტები გაფორმებულია.

ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მარტში დაიწყოს ვაქცინაცია. ახლა დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ლოჯისტიკაზე, რომელიც ქვეყანაში 350-მდე ადგილს მოიცავს. ხვალ და ზეგ იწყება ამ ხალხის კიდევ ერთხელ გადამზადება უკვე „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში. ძალიან გვინდა, რომ მაისი ბოლომდე 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ, უკვე ივნისიდან დავიწყოთ გაფართოებული აცრების კამპანია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი, კვირის ბოლომდე კონსულტაცია შედგება: „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით და დაზუსტდება საქართველო დაპირებულ 29 250 ვაქცინის დოზას როდის მიიღებს.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სავარაუდოდ, ქვეყანა მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს იმ დოზებს, რასაც „ფაიზერისგან“ ელოდება.

„ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე კიდევ ერთხელ შედგება კონსულტაცია: „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და დაზუსტდება თუ როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 ვაქცინის დოზას, რაც „კოვაქს პლატფორმიდან“ საქართველომ უნდა მიიღოს. ამ დოზებს თებერვლის ბოლომდე ველოდებოდით, მაგრამ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, მთლიანად ყველა იმ ქვეყანაში, ვისაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება გამოვიდა. იმედი გვაქვს, რომ მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ უკვე იმ დოზებს, რასაც „ფაიზერისგან“ ველოდებით. მე ვფიქრობ, მომავალ კვირას გვექნება უფრო მეტი დეტალი, რომ ვიცოდეთ: საიდან ჩამოდის, როდის ჩამოდის და თუ როდის გვექნება მისი მიღების საშუალება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა

თბილისის რომელ ქუჩებზეა შეზღუდლი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - რას აცხადებს შსს?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 337 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამეში 10 ადამიანი გარდაიცვალა