ავტორი:

ნიკა მელიას პირადი ცხოვრება - გასაიდუმლოებული რომანი და ქალი, რომელმაც პოლიტიკოსს ვაჟი გაუჩინა

ნიკა მელიას პირადი ცხოვრება - გასაიდუმლოებული რომანი და ქალი, რომელმაც პოლიტიკოსს ვაჟი გაუჩინა

პროფესიით იურისტი ნიკა მელია საზოგადოებამ დიდ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაიცნო. 2007 წლიდან ის სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2009-2010 წლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი, შემდეგ კი თავმჯდომარე გახლდათ. 2013-2014 წლებში მთაწმინდის გამგებელი იყო და სწორედ ამ დროს იყარა კენჭი თბილისის მერის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" სიით, აქედანვე ჩაერთო აქტიურად პოლიტიკაში.

2020 წლის 27 დეკემბერიდან 41 წლის მელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარედ მოგვევლინა. გრიგოლ ვაშაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პარტიის მხარდამჭერებმა ლევან ვარშალომიძესა და ნიკა მელიას შორის, სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. სხვათაშორის, ნიკა მელია, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, 21 დეკემბერსაა დაბადებული.

ახალგაზრდა პოლიტიკოსი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარდიოლოგის, ანზორ მელიას ვაჟი წლების განმავლობაში ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად, მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესოდ ვითარდებოდა. ინტერვიუებში ყვებოდა, რომ 2003 წელს ინგლისში სასწავლებლად წასული 2006 წელს საქართველოში უკან დაბრუნდა და ამის მიზეზი სიყვარული იყო - ლონდონში, მაშინდელი ელჩის გელა ჩარკვიანის მიერ ორგანიზებულ საღამოზე ქართველი გოგონა გაიცნო და სწორედ მას გამოჰყვა საქართველოში.

"დღევანდელი გადასახედიდან, ეს იყო რიგითი გატაცება, მაგრამ მაშინ ასე არ ვფიქრობდი, გამოვყევი საქართველოში, მაგრამ აქ დავრჩი იმედგაცრუებული, განვიხიბლე, თან ძალიან მალე" - ამბობდა მოგვიანებით მელია. განხიბლული ნიკა მელიას ცხოვრებაში მანამდე იყო სამწლიანი რომანი - ბრიტანეთში ცხოვრებისას ლონდონში გაზრდილი ირანელი ქალი, გაზელი შეუყვარდა. ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრია, არც ქალი იყო უარზე ქრისტიანობა მიეღო, მაგრამ რომანი ქორწინებამდე არ მივიდა.

"ალბათ, ორივეში გაიღვიძა ფობიამ, რომ ერთი კულტურა საბოლოოდ მეორეს ვერ გაუგებდა... დღემდე გვაქვს ურთიერთობა სოციალური ქსელებით. ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში..." - იხსენებს პოლიტიკოსი. როგორც AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში გაზელმა მელიების ოჯახში დარეკა და ნიკას მდგომარეობა მოიკითხა...

2014 წელს მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ერთ-ერთი სასურველი სასიძო მამა გახდა. პატარა ალექსანდრემ მელიების დიდ ოჯახს დიდი სიხარული მოუტანა.

მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში კარდიოლოგი ანზორ მელია ამბობდა, ის რომ შვილიშვილი ეყოლებოდა, მის დაბადებამდე ორი თვით ადრე გაიგო. ალექსანდრე მელიას დედას მაიკო ბეგიაშვილს კი არ იცნობდა. როგორც აღმოჩნდა, ნიკა მელიას გასაიდუმლოებული რომანი ჰქონდა. თავისი შვილის დედაზე პოლიტიკოსი დღემდე არ არის ოფიციალურ ქორწინებაში.

მაია ბეგიაშვილი ნიკა მელიაზე 8 წლით უფროსია. ის წლების მანძილზე სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იუსტიციის მინისტრის ბიუროს ხელმძღვანელი იყო.

2005-2006 წლებში შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ის დაოჯახებული იყო ლევან ქუთათელაძეზე, რომელთანაც ერთი შვილი - გიორგი ქუთათელაძე ჰყავს. მაიკო ბეგიაშვილის უფროსი ვაჟი ახლა 24 წლისაა.

მაიკო ბეგიაშვილის შვილები - სანდრო მელია და გიორგი ქუთათელაძე

ნიკა მელიას დეკლარაციაში ოჯახის გრაფაში მხოლოდ მისი ვაჟის, ალექსანდრე მელიას სახელს წაიკითხავთ, თუმცა პოლიტიკოსი შვილის დედაზე ყოველთვის თბილად საუბრობს.

"ალექსანდრეს დაბადებამ ძალიან შემცვალა. ჩემ თავს ვეღარ ვცნობ. ქალი დავაფასე სხვანაირად. ვიგრძენი რას გრძნობს ქალი, როდესაც დედა ხდება. მაიკომ ძალიან ბევრს გაუძლო და ამისთვის ძალიან დიდ პატივს ვცემ. დაახლოებით 7 წელია ერთად ვართ. ჩემმა ოჯახმაც ბავშვის დაბადებამდე ორი თვით ადრე გაიგო ეს ამბავი" - ამბობდა ნიკა მელია წლების წინ "ნანუკას შოუში" სტუმრობისას.

2019 წლის 27 ივნისს, გავრილოვის ღამის შემდეგ ნიკა მელიას გარშემო დაწყებული პოლიტიკური პროცესების გამო, მაიკო ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში წერდა: "ჩემს საყვარელ მამიკოს ინფარქტი აქვს და მაინც ვერ მძულხართ ქოცებო, უფრო მებრალებით. ნიკა მელია, გულს გაუფრთხილდი, ბანდერლოგების დრო იწურება...".

ნიკა მელია 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან სპეცოპერაციით აიყვანეს. ის ამჯერად წინასწარ პატიმრობაშია. პოლიტიკოსის მამამ, ანზორ მელიამ "მთავარი არხის ეთერში" იმ დღის მოვლენები გაიხსენა, როდესაც მისი შვილი დააკავეს.

"მაიკო ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ მას სხვა ვალდებულება ჰქონდა, რომ ეს სანდროს არ უნდა გაეგო. ის არტისტობდა და სანდროს, რომ ეძინა, ბღაოდა. ჩემი მეუღლე ვაჟკაცურად იყო. გუშინ მითხრა, რომ დაიჭირეს და გაიყვანეს ნიკაო, მაშინ ძალიან მშვიდად ვუყურებდი, მაგრამ როდესაც მაჩვენეს ზემოდან გადაღებული კადრები, როგორ ჩაჰყავდათ ნიკაო, ავტირდიო. მე გვერდით დავუდგები ჩემს შვილს, ის ასპროცენტიანი მართალია" - აღნიშნა ანზორ მელიამ.

გუმათში, "ენკას" ბაზასთან დაპირისპირებაა

"კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი" - ხათუნა ზახაშვილი

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა