ავტორი:

"ამ აქციებს არ შევუერთდები" - ალეკო ელისაშვილი

"ამ აქციებს არ შევუერთდები" - ალეკო ელისაშვილი

სევდიანი ამბავია, რომ საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დალაპარკებას - ყველა ქართველ პოლიტიკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სიმბოლური და სწორი იქნებოდა, თუ მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

"ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ სირცხვილია, რომ არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები ამდენი ხანი. ყველა მეგობარი გვეუბნება, რომ დასხედით, დაილაპარაკეთ. წარმოიდგინეთ, როგორი სევდიანი ამბავია, დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის ასი წლისთავი და საბჭოთა ოკუპაციის ას წლისთავის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დასხდომას და დალაპარაკებას. ორივე მხარე დეკლარირებულად ამბობს, რომ მზად არიან და ვერა და ვერ დაიწყეს. დღეს ყველა ქართველ პოლიტიკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების. დღეს არის ასი წლისთავი და სიმბოლურიც იქნებოდა და სწორიც მოლაპარაკებები, რადგან მტერი არ წასულა, თუ ვინმეს ეს ვითარება უხარია ოკუპაციის ასი წლისთავზე, უხარია რუსეთს. მათ ჯინაზე და საქართველოს მტრების ჯიბრზეც ავდგებოდი და ორივე მხრიდან გადავდგამდი ნაბიჯს. ნიკა მელია პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ციხეში არ იჯდეს არავინ პოლიტიკური ნიშნით,"- განაცხადა ელისაშვილმა.

"მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის რევოლუცია" - ალეკო ელისაშვილი

სააკაშვილისთვის პლებისციტი მიუღებელია, სალომე სამადაშვილი კი აცახდებს, რომ "რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია"

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"