ავტორი:

რომელი ნივთიერების მიღებაზეა დამოკიდებული ბავშვის ზრდა-განვითარება და აზროვნება - მარი მალაზონიას რჩევები ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისათვის

რომელი ნივთიერების მიღებაზეა დამოკიდებული ბავშვის ზრდა-განვითარება და აზროვნება - მარი მალაზონიას რჩევები ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისათვის

ბავშვებისა და მოზარდების ორგანიზმისთვის სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებისა თუ ვიტამინის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საკითხი კიდევ უფრო აქტუალური პანდემიის დროს გახდა, როდესაც ბავშვები ძირითადად სახლში არიან და კვებითი ქცევაც დარღვეული აქვთ. რომელი ნივთიერებები სჭირდებათ მათ აუცილებლად ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისათვის და რომელი საკვებით შეიძლება შევსება, თემაზე ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:

- კვებასთან დაკავშირებული ზოგიერთი მოდელი შეიძლება იზოლაციის პირობებში შეიცვალოს. დღეს უკვე ამის შესახებ მტკიცებით ვსაუბრობთ. ბოლო რამდენიმე საერთაშორისო კონგრესმა დაადასტურა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩაკეტილობა ადამიანების წონისათვის ტვირთად იქცა და გამონაკლისი არც ბავშვები და მოზარდები არიან.

არ აქვს მნიშვნელობა წონის დეფიციტი გვაქვს და უკიდურესად გამხდრები ვართ თუ ჭარბი წონისა და სიმსუქნის მატარებლები ვართ, ყველა შემთხვევაში, სამედიცინო პრობლემის არსით, ეს არის ერთი და იგივე შედეგის მომტანი მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმს არ აქვს მისთვის ადექვატური ენერგია და საკვები ნივთიერერებების რაოდენობა ენერგიასთან არ არის მიბმული.

აღმოჩნდა, რომ წონის დეფიციტისა თუ სიჭარბის შემთხვევაში ჩვენ დიდი ალბათობით შეიძლება ძირითადი საკვები ნივთიერებების ცილების, კალციუმის, რკინისა და თუთიის დეფიციტი გვქონდეს. ეს არის ის მინერალები და ნივთიერებები, რომლებიც სასიცოცხლოდ სჭირდება ბავშვის ორგანიზმს. იზოლაციის პირობებში ულუფის მკვეთრი ან თანდათანობითი ცვლილება მოხდა...წაიკითხეთ სრულად

"მივიღე წერილი, მოდით ცხოვრებას ნუ ავურევთ ბიჭებსო... ახლა ამ ადამიანს ვეუბნები" - რა მიწერეს დაკავებულების ნაცნობებმა ვახო სანაიას?

ბინები თბილისში, მცხეთასა და წყნეთში... წილები კომპანიებში - რა ქონებას ფლობს ნინო წილოსანის ოჯახი?

ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა