ავტორი:

"არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა" - "ოცნების" დეპუტატი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება

"არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა" - "ოცნების" დეპუტატი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტს ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებისგანაც არ აკლიათ სიძულვილის ენა. ამის შესახებ მან "ტვ პირველს" განაცხადა.

დეპუტატმა აქვე განმარტა, რომ სანაიაზე თავდასხმა შემაძრწუნებელი ფაქტია.

"ნუ დავინახავთ კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილს. ზოგადად, სიძულვილის ენა ამ ქვეყანას არ აკლია. ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა. ჩემთვის სასურველია, ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არც ერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი ნამდვილად არის შემაშფოთებელი და უნდა იყოს გამოძიებული" - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მის კომენტარს მწვავე კრიტიკით უპასუხა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რომელმაც "ოცნების" დეპუტატს პირდაპირი ეთერის საშუალებით მიმართა.

"სირცხვილია ახლადგამომცხვარო ახალო დეპუტატო! არც სახელი ვიცი თქვენი და არც გვარი. თქვენ ისე წახვალთ პარლამენტიდან, რომ არავის გაახსენდებით. იქნებ, ცოტა ჭკუა დაატანოს, როდესაც კომენტარს აკეთებს. ეს ახალგაზრდა გოგო ვისი კადრია, არ ვიცი, ცოტა დაფიქრდეს" - აღნიშნა გრიგოლიამ.

"2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 5 "კანონიერი ქურდი“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან?

ვინ არის "სააკაშვილის მემკვიდრე" უკრაინის ურბანული დაგეგმარების საბჭოში - რა თანამდებობები ეკავა გიორგი ცხაკაიას საქართველოს ხელისუფლებაში?

როგორი იქნება საარჩევნო ბარიერი და რა პრინციპით დაკომპლექტდება ცესკო და საოლქო კომისიები? - რა კითხვებს აჩენს ახალი საარჩევნო ცვლილებები?