ავტორი:

როგორ აპირებს ოპოზიცია მოქმედებას - რა გეგმა გააცნეს აქციის მონაწილეებს?

როგორ აპირებს ოპოზიცია მოქმედებას - რა გეგმა გააცნეს აქციის მონაწილეებს?

ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა გაახმაურა. გეგმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ წარადგინა.

"2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქარათველოს დამოუკიდებლობის სიმბლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტით ვერ დაჯდეს გავრილოვის ვერცერთი მსახური.

5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ მსახურს, ღაირიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის.

9 მარტს აქციას ვგეგმავთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის შემსრულებელი, იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის და არა ბიძინა ივანიშვილის სამსახური.

11 მარტს ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის, უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლოდ.

13 მარტს, ამ აქციების ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქცია თავისუფლებისთვის“,- განაცხადა დეკანოიძემ.

"პრემიერ ღარიბაშვილის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო" - ექსპერტი

"ჩრდილოეთით თქვენს დიდ მეზობელს სურს იხილოს არეულობა, დაქსაქსულობა... ერთადერთი, რომელიც ამ კრიზისით სარგებლობს, კრემლია" - ფილიპ ბრიდლავი

"საქართველოში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა" - რას ამბობს ბენ ჰოჯესი საქართველოსთვის შეასძლო სანქციების დაწესებაზე