ავტორი:

"ბრიტანული შტამი" არის საშიში და უფრო გადამდები... შეიძლება ორმეტრიანმა დისტანციამაც არ დაგვიცვას" - გიორგი ფხაკაძე

"ბრიტანული შტამი" არის საშიში და უფრო გადამდები... შეიძლება ორმეტრიანმა დისტანციამაც არ დაგვიცვას" - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ფხაკაძემ მორიგ ფეისბუქლაივში ჩართვისას განაცხადა,

მისი თქმით, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსის ახალი შტამი, საჭიროა წესების უფრო დაცვა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი შტამი, რომელსაც "ბრიტანულ შტამს" უწოდებენ, გაცილებით საშიშია და სწრაფად ვრცელდება.

"ის გადაწყვეტილება, რაც არის საქართველოში მიღებული, არის ნაადრევი. ის არ არის ადეკვატური იმ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, რაც არის მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში და საქართველოში.

კი ძველი ვირუსი მიდის ქვევით და ეს კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ ვაქვს ახალი შტამი, ეს არის ბრიტანული კოვიდი. ეს არის საშიში. მაგალითისათვის, ჟენევაში 80% დაავადებულების არიან ბრიტანული ვირუსით დაინფიცირებული.

ეს ვირუსი უფრო გადამდებია, სწრაფად ვითარდება და შეიძლება, რომ ორმეტრიანმა დისტანციამ არ დაგვიცვას. არანაირი დოლბანდი თქვენ არ დაგიცავთ, ერთადერთი რაც ამ ვირუსისგან დაგიცავთ, სამედიცინო პირბადეა" - აღნიშნა ფხაკაძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული.