ავტორი:

"სანდრო მაკლია, ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ... როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან

"სანდრო მაკლია, ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ... როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ყველაზე მეტად შვილი აკლია.

ამის შესახებ მან "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"სანდრო მაკლია. რა თქმა უნდა, სანდრო. ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ, მივლინება რა არის? ბოლო დღეები, პარტიაში რომ ვიყავი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ, არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ. რამე, მივლინებაზე უფრო გასაგები.

ერთი, რაც მამშვიდებს, ისაა, რომ, რომ გაიზრდება, იუთუბში ან გუგლში რომ შევა, ნახავს ჩემს ამბებს და იმედი მაქვს იამაყებს, ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც. ყველა ჩვენთაგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლება. და რომ მოვუტანთ, ეჭვიც არ მეპარება", - თქვა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ციხიდან თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს და ბედნიერია, რომ ხალხი არ ნებდება.

"კი, ვუყურე და ძალიან ვინერვიულე, რომ იქ არ ვიყავი. თან ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხი არ ნებდება და პირიქით, სულ უფრო და უფრო გრძნობს გამარჯვების გემოს. ჩემი გამოსახულებით პლაკატს რომ შევხედე, განცდის გაორება მქონდა: თან უხერხულობისგან მეცინებოდა, თან ძალიან ამაღლებული გრძნობა მქონდა, ძალიან გამიხარდა" - აღნიშნა მელიამ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განმარტა 2 დღის წინ აუწყეს ტელევიზორი და და პირველი რაც ჩაირთო, იმ პროკურორის ბრიფინგი იყო.

"მაგრამ მთავარი, რაზეც გავგიჟდი სიხარულით, ისააა, რომ "მთავარი არხი" მაქვს და მთელი დღეები ვუყურებ. მეგონა და გაგონილი მქონდა, რომ ციხეებში არ აჩვენებდნენ, და თვალი რო მოვკარი, კინაღამ შევხტი სიხარულით. მთავარის გარეშე ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. ახლა მუდმივად ჩართულია და, უცნაურია, მაგრამ თითოეულ სიტყვას, ლამის სარეკლამო ჭრებს ვუსმენ. ეტყობა, ასე ხდება ციხეში, როცა ტელევიზორი ერთადერთი დამაკავშირებელია გარესამყაროსთან" - განაცხადა მელიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს - ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ..." - სტოლტენბერგის მიმართვა ღარიბაშვილს და დეტალები პრესკონფერენციიდან

"მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რომელიც შეუერთდება პარლამენტს, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს" - პრემიერი