ავტორი:

"სიყვარულის 2 წელი" - დავით კირკიტაძის მეუღლე ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით, რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"სიყვარულის 2 წელი" - დავით კირკიტაძის მეუღლე ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით, რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე და მისი მეუღლე ქორწინების 2 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსის მეუღლე, მარიამ ახობაძე სოციალურ ქსელში რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს.

"სიყვარულის 2 წელი", - წერს მარიამ ახობაძე.

დავით კირკიტაძემ და მარიამ ახობაძემ 2019 წლის თებერვალში იქორწინეს. მათ ხელი ე.წ. მატროსოვის ციხეში მოაწერეს. კირკიტაძე იმ დროს ციხეში 2018 წლის 16 დეკემბერს კახეთში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მომხდარი ამბების გამო იჯდა. მას პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას ედავებოდნენ. იგი პატიმრობიდან 2019 წლის მაისში გათავისუფლდა.

მარიამ ახობაძე ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორია. წყვილს შარშან ივნისში გოგონა შეეძინა, რომელსაც თეჯი დაარქვეს.