ავტორი:

ზურა ყიფშიძე რობერტ დე ნიროსთან გადაღებულ უცნობ ფოტოებს აქვეყნებს, კადრში ჩანს მისი ახალგაზრდა მეუღლე

ზურა ყიფშიძე რობერტ დე ნიროსთან გადაღებულ უცნობ ფოტოებს აქვეყნებს, კადრში ჩანს მისი ახალგაზრდა მეუღლე

1987 წელი, რობერტ დე ნირო თბილისში - ამ სათაურით აქვეყნებს ზურა ყიფშიძე ფოტოებს "ინსტაგრამზე". ერთ-ერთ კადრში მსახიობის მეუღლე, ლელა გოცირიძეც ჩანს. ქალბატონი ლელა, მიუხედავად პოპულარული ოჯახის წევრობისა, არასოდეს ჩნდება კამერებთან და არ საუბრობს ქმარზე, რომელზეც ერთ დროს ქართველი ქალების დიდი ნაწილი იყო შეყვარებული...

ოსკაროსანი, ამერიკელი ლეგენდა საქართველოს 1987 წელს მოსკოვის კინოფესტივალიდან ესტუმრა, რომლის თავჯდომარეც გახლდათ. მსახიობს აეროპორტში რეჟისორები - ელდარ შენგელაია, ერეკლე ბადურაშვილი და მსახიობი ზურა ყიფშიძე დახვდნენ.

რობერტ დე ნირომ საქართველოში ორი დღე გაატარა, სადაც ტრადიციულად უმასპინძლეს და ქუთაისსა და თბილისში ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.

დე ნიროს თბილისში საკუთარ სახლში უმასპინძლა ზურაბ წერეთელმაც. მოგვიანებით მასპინძლები იხსენებდნენ, რომ მსახიობს ძალიან გაუკვირდა სახლში გაშლილი პურ-მარილი, რაზეც აუხსნეს, რომ ეს ჩვენი, ქართული ტრადიციის ნაწილი იყო.

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია