ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისს სტუმრობს. ის ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან გამართავს. ამ წუთებში ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ყოველივეს შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. ის თბილისს 2 მარტს დატოვებს.