ავტორი:

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის მშობლები გახდნენ

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის მშობლები გახდნენ

მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და მისი მეუღლე, ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ახალბედა მშობლებს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

ნუცამ პატარა გაგუას კლინიკაში გააჩინა. წყვილი სოციალურ ქსელებში უკვე იღებს არაერთ მილოცვას.

"ბიჭია, ისინი ალექსანდრეს დედიკო და მამიკო გახდნენ."

"ჩემთვის ორი უსაყვარლესი ადამიანი მშობლები გახდნენ, საოცარი ბიჭის, გილოცავთ და მიყვარხართ", - წერენ "ინსტაგრამზე" ნუცასა და არჩილის მეგობრები.

ბოლო თვეებია, რაც ნუცა ქავთარაძე ტელეეკრანიდან გაქრა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ამის მიზეზი ორსულობა იყო. ნუცამ აღნიშნულზე თავადვე ისაუბრა. "ბავშვს ველოდები და ვეცადე იზოლირებული ვყოფილიყავი ყველაფრისგან.ბიჭს ველოდებით. სახელი უკვე შევარჩიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვორჭოფობთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩემ შვილს უნდა ერქვას სანი, ალექსანდრე... ძალიან შევიცვალე, იცით, როგორი აქტიური ვიყავი, სკოლაში თხასაც კი მეძახდნენ. ბოლო შვიდი თვეა ძალიან დადინჯებული ვარ. ისედაც არ მიჭირდა ტირილი და ახლა დღეში სამჯერ უმიზეზოდ ვტირი... ", - ამბობდა ორსული ტელეწამყვანი "იმედის" ეთერში.

70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს

1-8 მარტს, სავაჭრო ცენტრ „მერანში“ , ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

"ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ" -  ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"