ავტორი:

"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პ.მ-მ სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის გეგმა და 2009 წელს დაბადებულ ნ.მ,-ს სავალდებულოდ მისთვის ყოველ დღე 50 ლარის მიტანა დაუწესა.

"ექსპლუატაციის მიზნით, მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულ არასრულწლოვან შვილს, 2009 წელს დაბადებულ ნ.მ,-ს 2015 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით უწევდა შრომით ექსპლუატაციას. პ.მ. ნ.მ-ს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოწყალების მიღების თხოვნას და სხვადასხვა ნივთების გაყიდვას. ამასთან, სავალდებულოდ დაუწესა მისთვის ყოველ დღე 50 ლარის მიტანა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ნ.მ-ზე ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ემუქრებოდა ძალადობის გამოყენებით და აიძულებდა ანტისაზოგადოებრივი ქმედების (მოწყალების მიღების) გაგრძელებას.

არასრულწლოვნის მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს კი თავად ისაკუთრებდა და განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ. პ.მ-ს მიერ ნ.მ-ს ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმით, შრომითი ექსპლუატაციის განხორციელების შედეგად, ზიანდებოდა არასრულწლოვნის ჯანმრთელობა, ფიზიკური და სულიერი განვითარება. ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის შემდეგ, პ.მ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პ.მ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში შეფარდებული აქვს პატიმრობა. შესაბამისად, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ.

საქართველოს პროკურატურა ტრეფიკიორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შექმნილია შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა ტრეფიკინგთან ეფექტიანად ბრძოლის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"თუ საქართველოში ყველა ინსტანცია გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ძმა

"საზოგადოებას შეუქმენით განცდა, რომ მართლა მე მოვკალი გიორგი შაქარაშვილი" - როგორ მიმართა მორაგბე არჩილ გაგნიძემ პროკურორებს?

ცოლის წამების ფაქტზე პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა  - "4-5 საათი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელებით და ფეხებით ურტყამდა"