ავტორი:

ბინა პარიზში, 1 486 451-დოლარიანი ანაბარი და ა.შ. - რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი, რომლის დაბადების დღეზეც, "კომენდანტის საათისას", კალაძემ და კობახიძემ მოილხინეს

ბინა პარიზში, 1 486 451-დოლარიანი ანაბარი და ა.შ. - რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი, რომლის დაბადების დღეზეც, "კომენდანტის საათისას", კალაძემ და კობახიძემ მოილხინეს

"მთავარი არხის" სიუჟეტის თანახმად, 23 თებერვალს, "კომენდანტის საათის" დროს, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სახლში მმართველი გუნდის წევრები იყვნენ შეკრებილი. როგორც “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ობოლაშვილის სტუმრებს შორის იყვნენ: “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

“კომენდანტის საათისა” და შეკრებასთან დაკავშირებით არსებული რეკომენდაციების მიუხედავად შეკრება ობოლაშილმა “მთავარ არხთან” იმით ახსნა, რომ მისი დაბადების დღე იყო. თუმცა პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, ასევე მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში დეპუტატის დაბადების რიცხვად 1-ლი მარტია მითითებული. "მთავარი არხის" მტკიცებით, ამ წვეულებაზე "ქართულმა ოცნებამ" ნიკა მელიას დაკავება აღნიშნა.

ანტონ ობოლაშვილი დღეს ქვეყნაში ერთ-ერთი უმდიდრესი პარლამენტარია.

როგორც ირკვევა, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ბიზნესმენმა ანტონ ობოლაშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 9 თებერვალს შეავსო.

ანტონ ობოლაშვილი ბიზნესმენია, მას ეკუთვნის ფარმაცევტული საქონლის საბითუმო ვაჭრობით დაკავებული კომპანია “გლობალფარმი”, რომელიც რიგი დასახელების მედიკამენტებით ვაჭრობს.

ბოლო დროის ყველაზე ცნობილი იუბილარის დეკლარაცია საკმაოდ მოცულობითია. ირკვევა, რომ ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი მეუღლის, ლია ობოლაშვილის სახელზე ირიცხება. თავად ანტონ ობოლაშვილი კი ფლობს: საფრანგეთი, პარიზში 130 კვ.მ ბინას, რომელიც 2014 წელს 1 165 025 ევროდ აქვს შეძენილი და რომლის თანამესაკუთრეც ასევე მეუღლეა. დეპუტატი ფლობს 2 ბინას თბილისში, მიქელაძის ქუჩაზე. ერთი საერთო ფართი 117,58 კვ.მ-ა, ხოლო მეორის 138,17 კვ.მ. ობოლაშვილის საკუთრებაშია 5 მიწის ნაკვეთი. ასევე, აქვს ორი მაჯის საათი, ერთი - BREGUET, რომლის ღირებულებაც 15 000 დოლარია, ხოლო მეორე A.Lange & SOHNE, რომელიც 17 000 დოლარი ღირს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ანტონ ობოლაშვილი ფლობდა: საფრანგეთის ბანკ LCL-ის მიმდინარე ანგარიშზე 60 000 ევროს, ხოლო Societe General-ის ასევე მიმდინარე ანგარიშზე 5000 ევროს. გააგრძელეთ კითხვა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პირდაპირ საკვირველია რეაქციები, რომ კითხულობენ, სად იყო პრეზიდენტი" - ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ეხმაურება

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"