ავტორი:

"ვიწვევ ოპოზიციას, მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით" - ნიკოლ ფაშინიანი

"ვიწვევ ოპოზიციას, მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით" - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშვებს შესაძლებლობას, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. ამის შესახებ მან ერევანში, თავისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერი მომხრეებთან შვილთან და მეუღლესთან ერთად მივიდა.

ის ასევე, გამოვიდა წინადადებით, ოქტომბერში ჩატარდეს რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საყოველთაო რეფერენდუმის მეშვეობით მივიღოთ ახალი, ან რეფორმირებული კონსტიტუცია. ვუშვებ, რომ ქვეყანა გადავიდეს საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ამის გაკეთება აუცილებელია პრეზიდენტთან, პარლამენტთან და პოლიტიკურ ძალებთან ერთად.

გარდა ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ საკითხზე კონსულტაციებს. პრემიერის თქმით, კენჭისყრა აჩვენებს, რას მოითხოვენ სომხეთის მცხოვრებლები.

„მინდა, რომ ხალხმა მიიღოს ეს შესაძლებლობა. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გამოიტანს გადაწყვეტილებას გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ონიკ გასპარიანის გადაყენების შესახებ.

ამასთან, ფაშინიანი თავისი შეცდომებისთვის თანამემამულეებს ბოდიშს უხდის.

„საუბარია ჩვენ მთავრობაზე, პირადად ჩემზე. მინდა ბოდიში მოგიხადოთ მათ მიერ დაშვებული ყველა შეცდომისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან მომხრეებს პირობა მისცა, რომ გაკვეთილს გამოიტანს ჩადენილი შეცდომებიდან.

მანვე, თავის მთავარ მიღწევად დაასახელა ხალხის ხელისუფლების დაარსება.

„მხოლოდ ხალხი უნდა წყვეტდეს, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში. სურთ, რომ ხალხს ძალაუფლება წაართვან, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს