ავტორი:

კორონავირუსის გამოსავლენი ანალური ტესტი ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს - იაპონიის მთავრობა ჩინეთს ანალური ტესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

კორონავირუსის გამოსავლენი ანალური ტესტი ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს - იაპონიის მთავრობა ჩინეთს ანალური ტესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

იაპონიის მთავრობა მიმართავს ჩინეთს და სთხოვს, შეწყვიტოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გამოსავლენი ანალური ტესტის გაკეთება. როგორც BBC წერს, აღნიშნულის გამო ადამიანები ჩივიან და ამბობენ, რომ მსგავსი ტესტირების პროცესი ფსიქოლოგიურ სტერსს იწვევს.

ჩინეთში, სადაც კორონავირუსს ამ დროისთვის იდეალურად აკონტროლებენ, ვირუსის გამოსავლენი ანალური ტესტის ჩატარება იანვრიდან დაიწყეს. გავრცელებული ცნობით, ქვეყანაში გასულ კვირას ამერიკელ დიპლომატებს აიძულეს, რომ კორონავირუსის ანალური ტესტი გაეკეთებინათ, თუმცა ინფორმაცია ჩინეთმა ოფიციალურად უარყო.

იაპონიის მთავრობის კაბინეტის მდივანი კი აცხადებს, ჩინეთში იაპონიის საელჩოს ქვეყანაში მცხოვრები იაპონელები მიმართავენ და ამბობენ, რომ მსგავსი წესით უწევთ კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის ჩატარება, რაც მათთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მტკივნეულია. აღნიშნულ თემაზე ჩინურ მხარეს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ჩინეთის ბევრ ქალაქში კორონავირუსის გამოსავლენი ნაზალური ანალიზი ანალურით ჩაანაცვლეს.

ანალური ტესტის დროს სპეციალური ტამპონით იღებენ მასალას და იკვლევენ ვირუსის გამოსავლენად. როგორც ადგილობრივი მედიკოსები აცხადებენ, ასეთი ტესტირება არის უფრო ზუსტი და თითქმის არ არსებობს არასწორი დიაგნოზის დასმის ალბათობა. გარდა ამისა, ანალიზის ეს მეთოდი უფრო სწრაფია და უმტკივნეულო.

ჩინეთში ამ დრომდე ცხვირ-ხახიდან ანალიზის აღება უფრო პოპულარულია, თუმცა ახალი მეთოდიც თანდათან მკვიდრდება.