ავტორი:

ტრიბუ აპარტჰოტელის შეთავაზება ექიმებსა და მასწავლებლებს

ტრიბუ აპარტჰოტელის შეთავაზება ექიმებსა და მასწავლებლებს

TRIBU აპარტჰოტელ, 1-ლი მარტიდან ექიმებისა და მასწავლებლებისთვის უპრეცედენტო ფასდაკლების აქციას იწყებს.

ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, პანდემიის პერიოდში, ყველაზე დატვირთულ რეჟიმში მყოფი ადამიანებისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებით გადაეხადა მადლობა. სამედიცინო და საგანმანათებლო სფეროს წარმომადგენლები მთელი მარტის განმავლობაში ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით.

სასტუმროების ქსელი TRIBU მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს სასტუმროებს და მათ შორის არის ბაკურიანში მდებარე კომპლექსიTRIBU აპარტჰოტელი. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, TRIBU ბაკურიანი ყველაზე უსაფრთხო დასასვენებელ ზონად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან არის ახალი, გავლილი აქვს სრულყოფილი შემოწმება და სრულ მზადყოფნაში ხვდება მიმდინარე სათხილამურო სეზონს.

TRIBU- ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ანა ბრეგაძე ამბობს, რომ ექიმებისა და მასწავლებლების რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობის მცირედით გასამარტივებლად, კარგ გარემოში დასვენება და ძალების აღდგენა მნიშვნელოვანია, მათი გუნდისთვის კი ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში სხვა მრავალ სიახლეს გვპირდება.

R

აჩუქე, რაც გაუხარდება! – 25 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით აღმოაჩინე საუკეთესო შემოთავაზებები Extra.ge-ზე!

რატომ უნდა გქონდეს ზოდიაქოს ნიშნის ბლოკნოტი - საინტერესო სიახლე ასტროლოგიის მოყვარულებისთვის

ინფორმაცია, რომელსაც სისხლის წვეთი ადამიანზე ატარებს და მისი შესწავლის ახალი მეთოდი, რომელიც საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია