ავტორი:

"დღეს პარლამენტთან აქცია იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო, ეს გაუგებარია" - ალეკო ელისაშვილი

"დღეს პარლამენტთან აქცია იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო, ეს გაუგებარია" - ალეკო ელისაშვილი

დღევანდელი დღე და აქცია პარლამენტთან იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო. ეს არის გულდასაწყვეტი და გაუგებარი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი რანგის ევროპელი პოლიტიკოსის ჩამოსვლამ გაჭედილ და ჰაერში გამოკიდებულ მოლაპარაკების პროცესს, მეხუთე რაუნდს ახალი ბიძგი და სტიმული მისცა.

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, ძალიან მძიმე დღეშია ქვეყანა და იმის ნაცვლად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე ვფიქრობდეთ, რამდენიმე თვეა ეს ქვეყანა სიჯიუტით, უკომპრომისობით და ერთმანეთისადმი შეტევით გავჭედეთ. სიმართლე გითხრათ, გუშინ რაზეც შევთანხმდით და რაც მთავარი მოწოდება იყო, დღევანდელი დღე და აქცია პარალმენტთან იმ სულისკვეთების საპირისპიროა. მოწოდება იყო, რომ იქნებ 2-კვირიან ვადაში მოხდეს რეალურ შეთანხმებამდე მისვლა, მაგრამ მანამდე გუშინდელი დღის მთავარი შეთანხმება იყო, ორივე მხარემ უნდა შეარბილოს ტონი, მორჩეს მუშტების ბრახუნს, უნდა მორჩეს პროვოკაციულ ნაბიჯებს, დღევანდელი დღე და აქცია პარლამენტთან იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო. ეს არის გულდასაწყვეტი და გაუგებარი.

გუშინ გვკითხა მიშელმა, გულწრფელად გვსურს თუ არა შეთანხმება, თუ გულწრფელად გვსურს შეთანხმება და ყველამ დაადასტურა რომ გვინდა შეთანხმება, ჰოდა თუ გინდათ შეთანხმება, მოდით შევთანხმდეთ რიტორიკის შეცვლაზე, პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავის შეკავებაზე და ვთქვით, რომ ვთანხმდებით, დღეს გავიღვიძეთ და არის აქცია. ჯერ ხომ სამარცხვინოა, რომ უცხოელების გარეშე ერთმანეთთან საუბარი არ შეგვიძლია, კიდევ კარგი, რომ ისეთი უცხოელი მეგობრები გვყავს, რომლებიც გვსვავენ და გვალაპარაკებენ, ისედაც ეს სამარცხვინო ამბავი გვჭირს და სიტყვის და შეთანხმების დარღვევა ქვეყნისთვის არის ცუდი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ძალიან უცნაური იყო ის ფაქტი, რომ გუშინდელ შეხვედრას პრეზიდენტის სასახლეში, თავად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა.

"შარლ მიშელმა პატივი სცა ქართულ ინსტიტუციებს და სადღაც რომელიმე სასტუმროში კი არ შევხვდით, არამედ შევხვდით პრეზიდენტის ადამინისტრაციის შენობაში. ძალიან უცნაური იყო, რომ პრეზიდენტის სასახლეში მივედით და მასპინძელი იქ არ დაგვხვდა. აზრზე არ ვარ სად იყო, ძალიან უხერხული და აუხსნელია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი მისი პრეზიდენტობისას იმ შენობაში მომხდარა, იყო გუშინდელი საღამო და იქ არ იყო, შეიძლება სალობიეში იყო, როგორც ხშირად ხდება. რომ ყოფილიყო იქნებოდა სწორი“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ზილფიმიანი გამოდის ინიციატივით, რომ პატრულის  მანქანებს  "თი პი პი" ეწეროს - "ანუ თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა"

ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, რომ მაგისტრალებზე დაშვებული სიჩქარე 130 კმ/სთ-მდე გაიზარდოს

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"