ავტორი:

ნიგერიაში გატაცებული 300-მდე მოსწავლე გოგონა გათავისუფლებულია - ვინ და რატომ გაიტაცა გოგონები და როგორ შეძლეს მათი გათავისუფლება

ნიგერიაში გატაცებული 300-მდე მოსწავლე გოგონა გათავისუფლებულია - ვინ და რატომ გაიტაცა გოგონები და როგორ შეძლეს მათი გათავისუფლება

ნიგერიის ზამფარას შტატის სკოლიდან გატაცებული 300-მდე მოსწავლე გოგონა გათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ნიგერიის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციელთა ინფორმაციით, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა გოგონები გასულ პარასკევს გაიტაცეს. შტატის გუბერნატორი აცხდებს, რომ ყველა გოგონა ამ დროისთვის გათავისუფლებულია და ისინი უსაფრთხოდ არიან.

"უდიდესი სიხარულით ვაცხადებ, რომ ყველა გოგონა გათავისუფლებულია. ყველა კეთილგანწყობილ ნიგერიელს ვურჩევ, გაიხარონ ჩვენთან ერთად, რადგან ჩვენი ქალიშვილები ახლა უსაფრთხოდ არიან“, - წერს გუბერნატორი "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

გოგონების გათავისუფლების ამბავს გამოეხმაურა ნიგერიის პრეზიდენტი ბუჰარიც, რომელმაც განაცხადა, რომ უბედნიერესია ამ ამბის გამო. "მოხარული ვარ, რომ განსაცდელმა ჩაიარა, ყოველივეს ბედნიერი დასასრული აქვს, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე“, - ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი. მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა გოგონები თავად გამოუშვეს, თუმცა უცნობია, რის სანაცვლოდ.

როგორც BBC წერს, ასეთი გატაცებები ნიგერიაში ხშირია და ყოველივეს თავდამსხმელები გამოსასყიდი თანხის მიღების მიზნით აკეთებენ. გამოცემის ცნობით, წარსულში სახელმწიფოს არაერთხელ გადაუხდია თანხა გატაცებული გოგონების სანაცვლოდ, თუმცა ამჯერად ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ მათ რაიმე გამოსასყიდი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ დაკავებული არავინაა და არც რომელიმე დაჯგუფებას არ აუღია ჯერჯერობით პასუხისმგებლობა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გამტაცებლებმა ნიგერიის შტატის, კაგარას რაიონის სკოლიდან გატაცებული 42 ადამიანი, მათ შორის სკოლის 27 მოსწავლეც გაათავისუფლეს.

2014 წელს ისლამისტებმა 276 სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს ნიგერიის ქალაქ ჩიბოკიდან და მაშინ მომხდარმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, მას შემდეგ მსგავსი შემთხვევები შემცირდა, თუმცა ბოლო დროს თავდამსხმელები კვლავ გააქტიურდნენ. 2014 წლის გატაცებაზე პასუხისმგებლობა ბოკო ჰარაამმა აიღო.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“