ავტორი:

ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა - რა ღირს მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი უნიკალური ტილო

ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა - რა ღირს მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი უნიკალური ტილო

უინსტონ ჩერჩილის ნახატი, რომლის მფლობელიც წლების განმავლობაში ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი იყო, კრისტის აუქციონზე 8,2 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

როგორც BBC წერს, ეს ჩერჩილის ნახატებში გადახდილი რეკორდული ფასია და აქამდე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შემოქმედებაში გადახდილი ყველაზე მეტი თანხა 1,8 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

კრისტის აუქციონის წარმომადგენელმა ამ ნახატს ჩერჩილის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი უწოდა.

#AuctionUpdate A new #WorldAuctionRecord for Sir Winston Churchill with 'Tower of the Koutoubia Mosque' (1943) selling for £8,285,000. This is the only painting created by Churchill during the Second World War: https://t.co/JCBvGaFShW pic.twitter.com/iZMumvmwp2
— Christie's (@ChristiesInc) March 1, 2021

• ნახატის შექმნის ისტორია:

ჩერჩილმა "Tower of the Koutoubia Mosque" მაროკოში, მარაკეშში ყოფნისას დახატა. 1943 წელს, იანვარში კასაბლანკას კონფერენცია გაიმართა, სადაც ჩერჩილი და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, ფრანკლინ დელანო რუზველტი ნაცისტური გერმანიის დასამარცხებელი სტრატეგიის შემდგომ ეტაპზე შეთანხმდნენ. შეთანხმების შემდეგ კი პირველმა პირებმა მარაკეშში გაისეირნეს. ყოველივე კი ბრიტანეთის პრემიერისთვის შთაგონების წყარო გახდა. მან მარაკეშის ერთ-ერთი სცენა დახატა და ნამუშევარი რუზველტს აჩუქა.

"ეს არის ჩერჩილის ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც ომის დროს დახატა და უდავოდ საუკეთესოა მის მხატვრულ შემოქმედებაში, არა მხოლოდ დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობის გამო, არამედ უფრო მეტად იმის გამო, რომ ნახატი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის მეგობრულ ურთიერთობას, ის თავისი თემატიკის გამოა უნიკალური.

რუზველტისთვის მიძღვნილი ასეთი საჩუქარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩერჩილი დიდ ყურადღებას უთმობდა აშშ-ის პრეზიდენტს და რომ ისინი ერთმანეთს უმნიშვნელოვანეს მოკავშირეებად მიიჩნევდნენ მეორე მსოფლიო ომის შედეგების წარმართვაში“, - ამბობს ბრიტანელი ხელოვნებათმცოდნე ნიკ ორჩარდი.

ნახატი ანჯელინა ჯოლის პირად კოლექციაში 2011 წელს აღმოჩნდა. კრისტის აუქციონის მესვეურთა ცნობით, მსახიობმა ის სწორედ ამ პერიოდში შეიძინა, თუმცა ვინ იყო მისი მფლობელი მანამდე და რა თანხა გადაიხადა ანჯელინამ ნამუშევარში, უცნობია. ასევე უცნობია ისიც, თუ ვინ იყიდა ნამუშევარი.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“