ავტორი:

ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ მზად არის საფრანგეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს

ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ მზად არის საფრანგეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

ექსპრეზიდენტის მტკიცებით, იგი ღრმა უსამართლობის მსხვერპლი გახდა და ზოგიერთი მოსამართლის პოლიტიკური მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დგას.

”მე სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრე, შესაძლოა, ამ ბრძოლის გაგრძელება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც მომიწიოს” - განაცხადა სარკოზიმ გამოცემა Le Figaro- სთან საუბარში.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, მისთვის მტკივნეული იქნება საკუთარი ქვეყნის მხილება.

"საკუთარი ქვეყნის მსჯავრდება ჩემთვის მტკივნეული იქნება, თუმცა, მზად ვარ, ასე მოვიქცე. რადგან ეს იქნება დემოკრატიის ფასი,“- აღნიშნა სარკოზიმ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აქედან ორი წელი - პირობითი სასჯელი. მოსამართლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს შეუძლია სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს, რა დროსაც მისი ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის საშუალებით განხორციელდება.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“