ავტორი:

თუ კოსმოსში მოგზაურობაზე ოცნებობთ - იაპონელი მილიარდერი 8 ადამიანს მთვარეზე სამოგზაუროდ ეპატიჟება

თუ კოსმოსში მოგზაურობაზე ოცნებობთ - იაპონელი მილიარდერი 8 ადამიანს მთვარეზე სამოგზაუროდ ეპატიჟება

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა მთვარეზე მასთან ერთად სამოგზაუროდ 8 ადამიანს ეპატიჟება. ის მთვარის გარშემო მოგზაურობას ილონ მასკის SpaceX-ით აპირებს.

"მე მსურს ადამიანები განსხვავებული პროფესიითა და წარსულით“, - ამბობს იუსაკუ. მისი თქმით, მოგზაურობის ხარჯებს სრულად დაფარავს, ასე რომ, ის რვა ადამიანი, რომელიც მილიარდერს შეუერთდება, უფასოდ შემოუფრენს მთვარეს.

მისია, რომელსაც "ძვირფასო მთვარევ“ ჰქვია, 2023 წლისთვისაა დაგეგმილი.

აუცილებელი მოთხოვნაა, რომ აპლიკანტებმა მხარი დაუჭირონ ეკიპაჟის სხვა წევრებს და ჰქონდეთ საერთო მისწრაფებები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი უნდა იყვნენ კოსმოსით.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენი მთვარეზე სამოგზაუროდ ადამიანებს ეპატიჟება. მან მსგავსი ტიპის განცხადება ადრეც გაავრცელა, თუმცა მაშინ ის მხოლოდ ერთ, "განსაკუთრებულ ქალს" ეძებდა კოსმოსურ მისიაში მასთან ერთად წასასვლელად.

"44 წლის ვარ და თითქოს ცხოვრებას თავიდან ვიწყებ. ვამჩნევ, რომ მარტოობისა და სიცარიელის გრძნობა მერევა და ეს არ მომწონს, ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ის არის, რომ მინდა მიყვარდეს მხოლოდ ერთი ქალი. მინდა ვიპოვნო ცხოვრების პარტნიორი“, - ამბობდა მილიარდერი გასულ წელს და განმარტავდა - ქალი, რომელიც მასთან ერთად ილონ მასკის SpaceX-ის პროექტს შეუერთდებოდა, უნდა ყოფილიყო მხიარული და პოზიტიური.

უცნობია, იპოვა თუ არა ასეთი ადამიანი იუსაკუმ, თუმცა დანამდვილებით ის ვიცით, რომ ის ახლა თავგადასავლების მოყვარულ 8 პირს ეძებს.

იუსაკუ მაეზავა იაპონიაში ყველაზე მსხვილი გაყიდვების კომპანიის, Zozo-ს დამფუძნებელია. ის ილონ მასკის თაყვანისმცემელია და გატაცებული გახლავთ კოსმოსით.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“