"აზერბაიჯანელებმა ქართველებს მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს წალკისა და ახალქალაქის საქართველოს სსრ-სთვის გადაცემას“ - რას აცხადებს სომეხი დეპუტატი?

"აზერბაიჯანელებმა ქართველებს მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს წალკისა და ახალქალაქის საქართველოს სსრ-სთვის გადაცემას“ - რას აცხადებს სომეხი დეპუტატი?

სომხური გამოცემა "ლრაგირი“ («Լրագիր») ყურადღებას უთმობს სომხეთის პარლამენტის წევრის, დამოუკიდებელი დეპუტატის ანა კოსტანიანის განცხადებას, რომელიც ქვეყნდება სათაურით: "მოსკოვის ხელშეკრულების საკითხი სომხეთმა გაეროს ტრიბუნიდან უნდა გაახმაუროს“, რომელშიც საუბარია 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ხელმოწერილ რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების შესახებ.

მისი თქმით, ახლოვდება ამ ისტორიული ხელშეკრულების საუკუნოვანი იუბილე, რომლის მიხედვით თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრები დადგინდა და რომელმაც სომეხ ხალხს დიდი უბედურება მოუტანა - რუსეთის თანხმობით, სომხური მიწა-წყალი თურქეთს და აზერბაიჯანს მიუერთა. ტერიტორიები დაკარგა ასევე საქართველომაც.

"მოსკოვის ხელშეკრულებას ხშირად ვლადიმერ ლენინისა და მუსტაფა ქემალის გარიგებას უწოდებენ. ამ უსამართლო დოკუმენტს სომხეთისათვის იურიდიული ძალა არ აქვს. მას მოჰყვა 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება... რატომღაც ჩვენი ხალხის უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ხელმოწერიდან 100 წლის შემდეგ ეს დოკუმენტები ძალას კარგავენ... მიმაჩნია, რომ სომხეთმა უნდა გადასინჯოს თავისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რომელმაც, თურქებთან გარიგებით, ნახიჩევანი აზერბაიჯანს გადასცა“, - აცხადებს დეპუტატი. მისი აზრით, ასევე დასაგმობია 1921 წლის 4-5 ივლისს რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროს მიერ მიღებული დადგენილება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს მიეკუთვნა: "და ამ გადაწყვეტილებას, აზერბაიჯანელ კომუნისტებთან ერთად, ხმა ქართველებმაც მისცეს. თავის მხრივ, 7-9 ივლისის სხდომაზე აზერბაიჯანელებმა ქართველებს მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს დადგენილებას წალკისა და ახალქალაქის საქართველოს სსრ-სთვის გადაცემის თაობაზე“.

როგორც ანა კოსტანიანი მიიჩნევს, "სომხეთის საგარეოპოლიტიკურმა უწყებამ რუსეთის მიერ ხელმოწერილი ანტისომხური ხელშეკრულებების საკითხი გაეროს ტრიბუნიდან უნდა გაახმაუროს“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"გახარიას წასვლა არ გეგონოთ შემთხვევითი, არც ჩანაწერები - "ოცნებაში" რღვევა დაიწყო" - თაკო ჩარკვიანი

ლევან მამალაძე მთავრობას აფრთხილებს: "სააკაშვილი გეგმავს პროვოკაციას... იგეგმება ჟურნალისტების მკვლელობა"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"