ავტორი:

"ისე ვტიროდი, არაფერი მესმოდა... ეს ბედნიერების ცრემლები იყო" - ნუცა ქავთარაძის ემოციური ჩართვა სამშობიაროდან და პირველი ემოციები შვილზე (ვიდეო)

"ისე ვტიროდი, არაფერი მესმოდა... ეს ბედნიერების ცრემლები იყო" - ნუცა ქავთარაძის ემოციური ჩართვა სამშობიაროდან და პირველი ემოციები შვილზე (ვიდეო)

მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და მისი მეუღლე, ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

პატარა 3 500 დაიბადა, 51 სანტიმეტრი. ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ. ნუცა ქავთარაძემ მშობიარობის შემდგომ ემოციებსა და შვილზე "იმედის დღეში" ისაუბრა.

"ახლაც ვერ გამოვდივარ ემოციებიდან. ისე ვტიროდი, არაფერი მესმოდა. ეს ბედნიერების ცრემლები იყო. უცებ მივხვდი, რომ ყველაფერი შეიცვალა ერთ წამში, ამ ერთმა წამმა მთლიანად გადაატრიალა ჩემი ცხოვრება.

ყველა ამბობს, რომ სანი მგავს მე, თუმცა კიდურები აქვს მამის, რაც მე ძალიან მიხარია. ხვალ გაგვწერენ სახლში. სანი ძალიან კარგად იქცევა. ორმაგს ჭამს. ამაში ალბათ მე დამემსგავსა, რადგან ყველამ იცის ჩემი მადა (იცინის).

რაც შეეხება აჩიკოს, ის ზოგადად ძალიან მზრუნველია და ახლა ეს ყველაფერი გაუასმაგდა, სულ ჩვენთან არის სამშობიაროში. მშობიარობას დაესწრო. იმედი მაქვს დაგიბრუნდებით ძალიან მალე, სახლში ვერ ვძლებ. პირველ დღეს სანისთან ერთად მოვალ" - ამბობს ნუცა.

ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის წყვილი მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს. წყვილმა 8 წლის წინ იქორწინა.

ცოლ-ქმარი სხვადასხვა არხზე მუშაობს და მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. ახალი სეზონიდან ნუცა "იმედის" დილის ეთერიდან გაქრა.

თავდაპირველად, გავრცელდა ჭორი, წყვილის დაშორების შესახებ. ასევე ამბობდნენ, რომ ნუცაც "რუსთავი 2"-ზე გადავიდა, თუმცა არცერთი ინფორმაცია არ დადასტურდა.

საბოლოოდ, "იმედის" ეთერში ნუცამ აღიარა, რომ მისი ტელეეთერიდან გაქრობის მიზეზი სასიხარულო ამბავია - ის ორსულადაა და ბავშვს ელოდება.

"წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება" - თენგიზ ცერცვაძე

"გავრცელებულ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რა გამოიკვეთა მისი მხრიდან?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ამ დროისთვის, რაც ვნახეთ, სრულიად სიმშვიდეა... ერთადერთი, ბავშვები შეწუხებულები არიან აჟიოტაჟით, რაც შეიქმნა" - დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე