ავტორი:

"რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ... ამას არ ვაპატიებ" - ანზორ მელია

"რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ... ამას არ ვაპატიებ" - ანზორ მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია ამბობს, რომ 2012 წელს შვილთან ბიძინა ივანიშვილმა დააპირისპირა.

მან გადაცემა "სთორიში" შვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნანობს, წარსულში, "ოცნებას" რომ მისცა ხმა.

"რატომ მომატყუა 2012 წელს ასე მწარედ და რატომ დამაპირისპირა ჩემს შვილთან? კინაღამ დავკალით ერთმანეთი. ეს ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის და ბატონ ბიძინას არ ვაპატიებ. 6 თვეში მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. მე მეგონა "ნაციონალების" კეთილ საქმეებს გააგრძელებდნენ და ამათ პირიქით, ცუდი წამოწიეს.

ყველაზე მძიმე დღეს, როდესაც ნიკას აყვანა მიმდინარეობდა, ვნერვიულობდი ხალხზე. მე მიყვარს ჩემი საქართველო. არ მეშინია. ამათ რომ ვლანძღავ, ყველა მეუბნება, გაჩერდიო. მე პატიოსნად ვმუშაობ, ნახონ, თუ რამეს დამიშავებენ, იქაც ავიმაღლებ ხმას და არ გავჩერდები.

როდესაც შვილს უკანონოდ მიპატიმრებენ და იარლიყებს აწებებენ, სულ მამაჩემის ხმა ჩამესმის ყურში - ანზორ, არასოდეს, ბოროტებას როცა გაგიკეთებენ, ბოროტებით არ უპასუხო, სიკეთით უპასუხეო... ღმერთი მათ დასჯისო. ნახეთ, ნიკას დამსჯელები როგორ დაისჯებიან", - აღნიშნა მელიამ.

"ვაი პატრიოტიზმს უფრო ხელისუფლების კონტექსტში უნდა განვიხილავდეთ - ხეობას ხელისუფლება ყიდის" - ვარლამ გოლეთიანი ღარიბაშვილს პასუხობს

სინგაპურში კორონავირუსის "ჩასასუნთქი ტესტი" დაამტკიცეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებული გამოვლინდა