ავტორი:

იაკუძა - იაპონური მაფია შემზარავი ტრადიციებით, რომლის წევრებსაც მთელი სხეული ჰქონდათ მოხატული

იაკუძა - იაპონური მაფია შემზარავი ტრადიციებით, რომლის წევრებსაც მთელი სხეული ჰქონდათ მოხატული

იაკუძა იაპონური ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მე-17 საუკუნეში დაარსდა და მკაცრი ტრადიციებითაა ცნობილი. იაკუძას წევრებისთვის დამახასიათებელია თითქმის მთელი სხეულის მოხატვა, რაც მათ გარშემომყოფებისგან განასხვავებს.

დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ განსაკუთრებულ სიძლიერეს 1960-იან წლებში მიაღწია, რა დროსაც მის წევრთა რაოდენობა 200 000-ს შეადგენდა. დროთა განმავლობაში კი, მათი გავლენა შესამჩნევად შემცირდა.

დღესდღეობით მათ გააჩნიათ დიდი გავლენა იაპონურ საზოგადოებაში და მისი წევრების რაოდენობა 100 000 კაცზე მეტს ითვლის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იაკუძა მიჩნეულია, როგორც ნახევრად კანონიერი ორგანიზაცია.

კობეს მიწისძვრის დროს მოსახლეობის დასახმარებლად იაკუძამ საკუთარი ძალების მობილიზება მოახდინა. ასევე, 2011 წლის ტოჰუკუს მიწისძვრის დროსაც დაზარალებულებს დახმარება იაკუძამ გაუწია. მსგავსი მოქმედებების გამო იაპონური მთავრობა ხშირად თვალს ხუჭავს იაკუძას უკანონო საქმიანობაზე.

  • ირეზუმი

ირეზუმი - იაპონური ტრადიციული ტატუირების ერთ-ერთი ფორმა გახლავთ, რომელიც მე-17 საუკუნის დასაწყისში კრიმინალურ გარემოში გაჩნდა. იმ პერიოდში ხელისუფლება კრიმინალებს სწორედ ასეთი ფორმით "ნიშნავდა".

პატიმართა სხეულის მოხატვით სამართალდამცველები მათ ართმევდნენ შესაძლებლობას დაბრუნებოდნენ ნორმალური ცხოვრების რიტმს. ტატუს კულტურამ იაკუძაში ფესვები ღრმად გაიდგა. როგორც წესი, იაპონიის უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფების თითქმის ყველა წარმომადგენელს მთელი სხეული ტატუირებული ჰქონდა. ნახეთ სრულად

"სამეფო კარის თამაშები" და  ბრიტანული სამეფო ოჯახის  მანკიერი მხარეები - 13 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰარისა და მეგანის 7 მლნ დოლარიანი ინტერვიუდან

კაცი, რომელმაც თვითმფრინავი შეჭამა - ფრანგი "ყველაფრისმჭამელის" უცნაური უნარი

"მე და ჩემმა ძმამ ერთად ჯოჯოხეთი გამოვიარეთ...ძალიან ბევრი ტკივილი დამიტოვა“ - პრინცი ჰარი ამბობს, რომ მამა და ძმა არ ელაპარაკებიან