ავტორი:

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ

თუ პანდემიის დროს სახლში დარჩენილნი მომავალ მოგზაურობაზე ოცნებობთ და საკუთარ თავს ბალიზე, ან მალდივებზე, სულაც ვენეციის არხებში გონდოლით მოსეირნეს წარმოიდგენთ, შეგიძლიათ ფანტაზიას უფრო მეტი გასაქანი მისცეთ, მაგალითად, კოსმოსში მოგზაურობაზე იოცნებოთ, მით უფრო, რომ ეს ოცნება შესაძლოა, მალე რეალობად იქცეს.

როგორც CNN წერს, 2027 წლისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაიხსნება პირველი სასტუმრო, რომელიც დამსველებლებს მიიღებს. სასტუმროს ექნება ერთგვარი ბორბლის ფორმა, რომელიც ღერძის გარშემო იმოძრავებს.

სასტუმროს Orbital Assembly Corporation ააშენებს. კომპანიის ხელმძღვანელი ჯონ ბლინქოა, რომელიც ყოფილი პილოტი გახლავთ. ის ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტი გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი გათვლებით, სასტუმროს მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, 2027 წელს კი დასასვენებლად კოსმოსში წასვლა უკვე რეალობა იქნება.

"გვსურს საზოგადოებას ვუთხრათ, რომ კოსმოსში მოგზაურობის ოქროს ხანა არც ისე შორსაა, ეს დრო ძალიან მალე მოვა“, - ამბობს ბლინქო.

კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა სასტუმროს რენდერ ფოტოები, რომლითაც წარმოდგენა გვექმნება, თუ როგორი იქნება ის. სასტუმროს კოცენფციის მიხედვით, იქ დედამიწის ყოფა და კოსმოსური რეალობა ერთმანეთს უნდა შეერწყას. ინტერიერის დიზაინერი, არქიტექტორი ტიმ ალატორე ამბობს, რომ სასტუმროს ესთეტიკა დაფუძნებული იქნება სტენლი კუბრიკის ფილმზე "2001: A Space Odyssey."

უწონადობის გამო დამსვენებელი ისეთი აქტივობებით დაკავებას შეძლებს, რასაც დედამიწაზე ვერ აკეთებდა

იქ იქნება ე.წ. ლუქს ნომრები, ბარები, რესტორნები, სპორტდარბაზები. მიუხედავად უწონადობისა, სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ ჩვეულებრივი საწოლებით და საშხაპეებით.

წინასწარ ცნობილია, რომ სასტუმროში 400-ზე მეტი სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი.

როგორ ჩაიარა ჯეფ ბეზოსის ისტორიულმა მოგზაურობამ კოსმოსში - პირველი ტურისტები ორბიტაზე და მოგზაურობის ამსახველი ფოტოები

აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტები მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ - რისთვის გადაუხადა მადლობა პუტინმა ალიევს

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები