პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულიკიანმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მორიგი ეტაპის თაობაზე ისაუბრა და განაცხადა:
"ახლა რომ გითხრათ, რომ პლებისციტს ვემხრობი და რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია და არ უნდა ჩატარდეს, ეს იქნება, რომ მე და თქვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე. ამიტომ დაველოდოთ რეალური დიალოგი როდის შედგება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიტყვას ჰქონდეს თავისი სწორი მნიშვნელობა, მე მაგალითად, ვერ ვხვდები, ვის უნდა შევურიგდე და რაზე უნდა შევურიგდე, მაგრამ ის, რომ დიალოგი უნდა შედგეს, ამას მეც ვიზიარებ. "ქართულმა ოცნებამ" დიალოგის კარი გააღო ფართოდ და ეს კარი კვლავ ღიაა".