ავტორი:

"შუშის სასახლეში მჯდომი ოლიგარქი წოვს სასიცოცხლო ენერგიას ქართულ საზოგადოებას" - რას აცხადებენ ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი?

"შუშის სასახლეში მჯდომი ოლიგარქი წოვს სასიცოცხლო ენერგიას ქართულ საზოგადოებას" - რას აცხადებენ ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი?

"ქართულმა ოცნებამ" თავი ამოწურა, პარლამენტი ქართულ საზოგადოებას, მთავრობა კი ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს კონსტიტუცია არის უფლება, რომელსაც რაღაც წურბელასავით აზის - შუშის სასახლეში ზის პატარა ცახესი, რომელიც წოვს, შხამავს კონსტიტუციის ჯანსაღ პროცესს, რომელიც ვერა და ვერ შედგა, როგორც ქმედითი ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქის დაცულობისა, - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ ციკლი დაასრულა და დიდი ხანია მათ აღარაფერი აქვთ შემოსათავაზებელი ქართული საზოგადოებისათვის.

"ზოგადად საზოგადოების, დასავლეთის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოკავშირეების სურვილია, რომ პროცესი განმუხტოს, რომ ოლიგარქიამ დათმოს დანაშაულებრივი და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მზაკვრული გეგმები და ცივილიზებულ, დემოკრატიულ პროცესში გადავიდეს მთელი სიბრტყე საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არა მხოლოდ ხელისუფლებები ზიანდებიან, არამედ ზიანდება საქართველო, ზიანდება საქართველოს მომავალი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. კონსტიტუცია არის უფლება, რომელსაც რაღაც წურბელასავით აზის. ასოციაციურად მეტეხის ეკლესიასთან ვართ და აქეთ ვახტანგ გორგასალი, აქეთ ნარიყალა და აქეთ შუშის სასახლეში ზის პატარა ცახესი, რომელიც წოვს, შხამავს კონსტიტუციის ჯანსაღ პროცესს, რომელიც ვერა და ვერ შედგა, როგორც ქმედითი ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქის დაცულობისა. როდესაც ამხელა მეხსიერება აქვს საქართველოს, სირცხვილია და დეგრადაციაა, რომ შუშის სასახლეში მჯდომი ოლიგარქი მართლაც ასე წოვდეს სასიცოცხლო ენერგიას ქართულ საზოგადოებას. ციკლი დაასრულა "ქართულმა ოცნებამ". დიდი ხანია "ქართულ ოცნებას" აღარაფერი აქვს შემოსათავაზებელი ქართული საზოგადოებისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან, მაგრამ ფაქტია, დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი არსებობს იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამოწურა თავი, არ ასახავს ქართული პარლამენტი ქართულ საზოგადოებას, არ ასახავს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნებას. აქეთ არის მთელი საქართველო და იქით არის პატარა ცახესი შუშის სასახლეში", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

მარტო დარჩენილმა "ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ის არ არის ერთი ადამიანის მიმართ ანგარიშვალდებული და მისი სიჯიუტე ქმნის ისეთ კრიზისს, რომელიც შესაძლოა საქართველოს ისტორიულად და სახელმწიფოებრივად ძვირი დაუჯდეს. - ასე კი პოეტი რატი ამაღლობელი აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და კრიზისს.

მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აუცილებელია მსჯელობა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"მარტო დარჩენილმა "ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიეროს, რომ ის არ არის ერთი ადამიანის მიმართ ანგარიშვალდებული და მისი სიჯიუტე ქმნის ისეთ კრიზის, რომელიც შესაძლოა საქართველოს ისტორიულად და სახელმწიფოებრივად ძვირი დაუჯდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ მრავალპარტიულ და დემოკრატიულ სივრცეში. ამისთვის აუცილებელია დიალოგი. ეს ერთი ადამიანის ქვეყანა არ არის. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. დავიღალეთ წარუმატებლობით, დავიღალეთ ეკონომიკური ვარდნით, რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია, რომ "ოცნების“ წევრებმა გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ და გადადგან ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში განიმუხტოს კრიზისი, რომელსაც არ აღიარებდა. ევროკავშირიდან თუ არ გვითხრეს ისე არ ხდება ამის აღიარება. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ის, რომ დაიწყოს მსჯელობა სიტუაციის განმუხტვის. ჯანმრთელ პოლიტიკურ ფაზაში გადასვლისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს აჩვენებს კეთილ ნებას დიალოგისთვის. ამ კეთილ ნებას ვერ ვხედავ“ , - განაცხადა ამაღლობელმა.

ინფორმაციისთვის, საინიციატივო ჯგუფმა "კონსტიტუცია 100“, საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, სადაც "კონსტიტუცია 100 - ძალაუფლება ხალხს“ ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ღონისძიებაზე განაცხადეს, აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს საქართველოს მოქალაქეთა საზოგადოებისა და განსხვავებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს და მიზნად ისახავს კონსტიტუციური სისტემის დახვეწის, ძალაუფლების ოპტიმალური დეცენტრალიზაცია-დეკონცენტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით "ქვევიდან-ზევით" დისკუსიების განვითარებას და ფართო კონსენსუსის მიღწევის ხელშეწყობას.

საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში და როგორი ეპიდვითარებაა ქვეყანაში

3 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება