ავტორი:

"თუ მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის საზღვარი, პოლიციელებმა იციან... ჩვენ გავაფრთხილეთ" - შეხვედრა ერგნეთში, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ და მხარეების განცხადებები

"თუ მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის საზღვარი, პოლიციელებმა იციან... ჩვენ გავაფრთხილეთ" - შეხვედრა ერგნეთში, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ და მხარეების განცხადებები

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ დისკუსია შედგა არაერთი მნიშვნელოვან საკითხზე, პრიორიტეტული კი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი იყო.

"დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ეს საკითხი დაისვა ძალიან აქტუალურად, მოგეხსენებათ ამ საკითხზე საკმაოდ მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერაა, რაც დღევანდელ შეხვედრაზეც იყო ძალიან მკვეთრად გამოხატული. შედგა თემატური დისკუსია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და რა თქმა უნდა, გაკეთდა შეთავაზება, რომ ამგვარ შემთხვევებში გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა და საკითხი გადაწყდეს ჰუმანიტარულ პერსპექტივაში. ამ ეტაპზე, კონკრეტულ თარიღებზე საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს", - აღნიშნა ანთაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ინციდენტების - მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და უკანონო წვრთნების საკითხებიც დააყენეს.

"განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტები და ამ კონტექსტში მთავარ პრობლემას წარმოადგენს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში იყო აქტიურ ფაზაში შესული და მოგეხსენებათ, უკანონო, ე.წ. ბორდერიზაცია არის იმ ყველა ნეგატიური განვითარების ორგანული ნაწილი, რაც აზარალებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ, მკვიდრ მოსახლეობას.

ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან პრინციპულად დაისვა უკანონო წვრთნების საკითხი, შეხვედრის მიმდინარეობის დროსაც ისმოდა აფეთქებების ხმა, ეს არის უაღრესად ნეგატიური და დესტრუქციული მოვლენა, იგი მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

რაც შეეხება ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებულ საკითხს, ბუნებრივია, ამ საკითხზე დისკუსია შედგა და ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა - ეს არის პოლიციის სტანდარტული პოსტი და მისი მთავარი დანიშნულება არის უსაფრთხოების გარემოს ხელშეწყობა", - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ .

დელეგაციის“ ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითად საკითხად მისი მხრიდან სოფელ უისტაში არსებული ვითარება დაისვა.

"ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ საზღვარზე მდგომარეობის განმუხტვას, რომელიც უნდა დაიწყოს იმით, რომ აქ არსებული პოსტი უნდა მოიხსნას. როგორც კი ეს მოხდება, უკვე შესაძლებელია საუბარი ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის ბედზე საუბარი“, - განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, ქართულ მხარეს, ჯერჯერობით, ამ საკითხზე მკაფიო პასუხის გაცემა არ შეუძლია.

"ეს პოსტი ქართულ მხარეს არაფერს აძლევს. იქ არ არის გზა და თითქმის არ არის ხალხი. იქ ხდება ძალოვანების რაოდენობის ზრდა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იქ არსებულ პოსტზე 12-დან 14-მდე ადამიანია. თუმცა, ამის პარალელურად შექმნილია რამდენიმე საყრდენი პუნქტი, რომელთაგან, მინიმუმ ერთი, ჩვენ ტერიტორიაზეა, დანარჩენები კი უშუალოდ საზღვრის სიახლოვეს“, - განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, „ამ პოსტის განთავსებით ქართულმა მხარე, შექმნა დაძაბულობის სერიოზული კერა“.

როგორც კოჩიევმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ჰუმანიტარული საკითხიც განიხილეს, მათ შორის ინციდენტები, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევას უკავშირდება.

"თუკი ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის კონკრეტული საზღვარი, პოლიციელებმა კი, ამის შესახებ კარგად იციან. მათი თითოეული ნაბიჯი ჩვენ ტერიტორიაზე - პროვოკაციაა. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ თუკი დარღვევები გაგრძელდება, სამხრეთ ოსეთის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კოჩიევმა.

"ავიძბა ითხოვდა სოხუმის პორტის საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადაცემას" - რატომ დააკავეს "პიატნაშკას" ლიდერი და რა ხდება სოხუმში?

რას წერს გიორგი შაქარაშვილის და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ?

"ჩალურჯებებს მაკიაჟით ვფარავდი, ქრმის ნათესავები მეუბნებოდნენ, გათხოვილი ქალების უმეტესობას სცემენ, მაგრამ ამის გამო ოჯახს არავინ ანგრევსო..." - როგორ დაუპირისპირდა არაადამიანურ ტრადიციებს არასწრულწლოვანი დაღესტნელი გოგონა