ავტორი:

"სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით" - რას წერს რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელმაც ბერას წლების წინ ბოდიში საჯაროდ მოუხადა

"სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით" - რას წერს რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელმაც ბერას წლების წინ ბოდიში საჯაროდ მოუხადა

ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, სადაც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბიძინეს ესაუბრება და მისთვის სოციალურ ქსელში არასასურველი კომენტარის ავტორის დასჯას სთხოვს, გავრცელდა რამდენიმე წლის წინ ჩაწერილი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უხდის ბერას ბოდიშს რეპერი ზაზა ნოზაძე. აღნიშნულ ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით ნოზაძე "ფეისბუქში" განცხადებას ავრცელებს:

"მეგობრებო, როგორც იხილავდით კონკრეტული ადამიანები თუ ძალები ცდილობენ ჩემი "ბოდიში“ მიაწერონ ბოლო დროს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, რაც არის სრული სიყალბე. საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ, იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით!

თუ ეს ეგ არის სინამდვილე - ეგ არის სრულიად ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტები და მჯერა შესაბამისად დაიგმობა კიდეც! ვიდექი და ვიდგები, ყოველთვის იმ მხარეს, სადაც ხალხია, რომელიც, არავის პატიობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას .თუმცა ეს არავის აძლევს უფლებას ჩემი ცხოვრების პირადი ცხოვრებაში იქექიალოს და საზოგადოებას ისე მიაწოდოს ჩემზე ცნობა, როგორც მას აწყობს, რომ ამით კიდევ უფრო გაამყაროს მტკიცებულება.

არანაირი არაფერი ისეთი ყოფილა რასაც შეიძლება ამ ჩანაწერთან კავშირი ქონდეს და მერე უკვე თქვენს გამოგონილ ზღაპრებთან.თქვენი დამონტაჟებული სიყალბე, სადაც აზრს არ მამთავრებინებთ, აკოწიწებთ და აწვდით საზოგადოებას როგორც გსურთ, სადამდე მიგიყვანთ ვერ ვხვდები!

მე აქ ვარ და გეუბნებით, რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე არც საზოგადოებას! სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით!" - წერს ნოზაძე.

ნახეთ ვიდეო, სადაც ზაზა ნოზაძე ბერა ივანიშვილს ბოდიშს უხდის:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/XxNVyK-B-b8" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც მათივე ცნობით, ბერა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი. აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბერა სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების დაწერის გამო, სავარაუდოდ, მოზარდის დასჯას ითხოვს.

აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის 2010 წლის ჩანაწერი.

"ეს არის 2010 წლის ჩანაწერი. ხაზს ვუსვამ 2010 წლის და არა 2011-2012 წლების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ შემოვიდა პოლიტიკაში. არაერთ, შეიძლება ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ჩვეულებრივი "კაგებეს“ მეთოდებით, "კაგებეშნიკურად“, წარსულში მძიმე გამოცდილების მიხედვით დამონტაჟებული", - აღნიშნა მდინარაძემ.

კახა კალაძის ემოციური შეხვედრა შვილებთან - რა კადრებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი კლინიკის დატოვების შემდეგ

"ეს დღეებია იმატებს ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია, რომ კიდევ ბევრ თანაქალაქელს დავკარგავ. აცრა, პირბადე და რეგულაციები - მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს!" - ექიმი დავით გაბელაია

"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი