ავტორი:

"ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა ათასები იქნება" - როდიდან დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში და  რა იქნება მათი ანაზღაურება?

"ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა ათასები იქნება" - როდიდან დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში და  რა იქნება მათი ანაზღაურება?

საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა. როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება სარეგისტრაციო პორტალზე, ამ საკითხებზე "ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური ესაუბრა.

- ამ დროისთვის, გერმანიაში ლეგალური დასაქმების რამდენი მსურველია რეგისტრირებული და მათგან რამდენი ადამიანის შერჩევა მოხდება პირველი ეტაპზე?

- დღეის მდგომარეობით, პორტალზე დაახლოებით საქართველოს 95 771 მოქალაქეა რეგისტრირებული. რაც შეეხება რეგისტრირებულებიდან დასაქმებულების რაოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება გერმანელი დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობაზე. ვაკანსიების მიღება დაწყებულია და პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება. 2017-2018 წლებში, როდესაც გერმანიასთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე დავიწყეთ საუბარი, შევთავაზეთ, რომ თავდაპირველად საპილოტედ 500 ადამიანი გაგვეშვა, თუმცა ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სისტემები ბევრად დავხვეწეთ, შესაბამისად, მასშტაბებიც გაიზარდა და გერმანიასთან უკვე 500 კაცზე საუბარი აღარ იყო. ხელშეკრულებით არავითარი კვოტა არაა განსაზღვრული, რომელიც დასაქმებულების რაოდენობას შეზღუდავდა. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც იქნება, იმის მიხედვით მოხდება დასაქმება. ზუსტ ციფრს ცხადია, ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა აუცილებლად ათასები იქნება. ამასთან, რა თქმა უნდა, ვინც რეგისტრირებულია, წელს ყველას დასაქმება ვერ მოხდება. ლოგიკურია, რომ მსურველი ყოველთვის მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი.

- როდის დაიწყება შერჩევის პროცესი და როდის მოხდება დასაქმებულების პირველი ნაკადის წასვლა გერმანიაში?

- საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში წასვლის პროცესი დაიწყება გერმანიაში სეზონის დაწყებისთანავე. ესაა დაახლოებით აპრილის პირველი ნახევარი. გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები უკვე შემოსულია და შერჩევის პროცესი რეგისტრირებულთა ბაზიდან დაწყებულია. ეს პროცესი პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ გერმანიაში დასაქმების მსურველები, რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდება მათი შერჩევა?

- შეთანხმებით განსაზღვრულია სავალდებულო კრიტერიუმები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, რის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ფორმა 100, ასევე უნდა ჰქონდეს გამოცდილება, იცოდეს უცხო ენა, არ უნდა იყოს ნასამართლევი.წასვლამდე სავალდებულოა PCR ტესტის გაკეთება, რომლის ხარჯსაც თავად მოქალაქე ანაზღაურებს. ამასთან, არის ინდივიდუალური კრიტერიუმები, რომლებიც გერმანელი დამსაქმებლების მიერ გამოგზავნილ კონკრეტულ შეთავაზებებშია. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ენის ცოდნის მოთხოვნა ან რომელიმე მოსავლის აღების გამოცდილება და სხვა.

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველადი შერჩევის შემდეგ, ყველა შერჩეულ კანდიდატთან ხდება გასაუბრება. მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლები უკავშირდებიან და აცნობენ დეტალურ ინფორმაციას სამუშაოს და პირობების შესახებ. მოქალაქის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხდება დაბარება გასაუბრებაზე და ამის შემდეგ კანდიდატურა გერმანელ დამსაქმებელს ეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანელი დამსაქმებელი იღებს. გააგრძელეთ კითხვა

"ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ" - ეკატერინე ტიკარაძე

"აუდიტის სამსახური სწვალობს სავარაუდო ხარვეზებს, რაც შესაძლოა იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში" - რა განაცხადა ტიკარაძემ ვაქცინების დანაკლისზე

"ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, როდის იქნება საქართველოში "ფაიზერი“ - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინების შემოტანის თარიღთან დაკავშირებით