ავტორი:

"მე და ჩემმა ძმამ ერთად ჯოჯოხეთი გამოვიარეთ...ძალიან ბევრი ტკივილი დამიტოვა“ - პრინცი ჰარი ამბობს, რომ მამა და ძმა არ ელაპარაკებიან

"მე და ჩემმა ძმამ ერთად ჯოჯოხეთი გამოვიარეთ...ძალიან ბევრი ტკივილი დამიტოვა“ - პრინცი ჰარი ამბობს, რომ მამა და ძმა არ ელაპარაკებიან

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუში სამეფო ოჯახის დრამაზე დეტალურად ისაუბრეს და ფარდა ახადეს სამეფო ცხოვრების ბევრ საიდუმლოს, რომელთა შორისაც, ზოგიერთი დეტალი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

ჰარიმ ისაუბრა დიდი ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ მამასთან, პრინც ჩარლზთან და ძმასთან, პრინც უილიამთან ურთიერთობაზე. ჰარის თქმით, არც ერთი მათგანი არ ელაპარაკება, რომ მამა მის ზარებს არ პასუხობს.

ამის გამო მამაზე ძალიან ნაწყენია. ჰარის თქმით, ჩარლზმა მას ვერ გაუგო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა, თავისი წარსულის გამო, ჰარის განცდების შესახებ.

"მან იცის ეს რა ტკივილია, ის არჩის ბაბუაა. რა თქმა უნდა, მე ის ყოველთვის მეყვარება, მაგრამ ძალიან ბევრი რამაა რამაც ტკივილი მომაყენა. გავაგრძელებ მცდელობას რომ ურთიერთობა გამოვასწორო“, - თქვა ჰარიმ და ასევე თავის ძმაზე, უილიამზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ ამ ეტაპზე ძმასთან ურთიერთობა "სივრცეშია.“, რომ მასთანაც არ აქვს კავშირი.

"მაგრამ მე ძალიან მიყვარს ის, ჩვენ ერთად ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. და იცით, დრო ყველაფერს კურნავს და იმედია, ასეც იქნება“, - თქვა ჰარიმ. ერთადერთი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ამ ეტაპზე სასახლიდან ბებია, დედოფალი ელისაბედია და მიუხედავად ბრიტანეთიდან წასვლისა, ის შვილიშვილთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. "გასული წლის მანძილზე იმაზე მეტი ვისაუბრე ბებიასთან, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენ ნამდვილად კარგად ვუგებთ ერთმანეთს და მე და ბებიას ნამდვილად კარგი ურთიერთობა გავქვს“, - ამბობს ჰარი. მისივე თქმით, ელისაბედს ზუმის საშუალებით ხშირად ესაუბრებიან.

ჰარიმ ისიც აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახმა მას ფინანსური მხარდაჭერა შეუწყვიტა და როდესაც ბრიტანეთიდან წავიდა, იმ თანხას იყენებდა, რაც მას მემკვიდრეობით დედისგან, პრინცესა დაიანასგან ერგო.

მისივე თქმით, წავიდა, რადგანაც სამეფო ოჯახში მას ვერავინ უგებდა, რადგანაც მხარს არავინ უჭერდა, რადგანაც ხედავდა, რომ შესაძლოა, ისტორია გამეორებულიყო და მეგანს იგივე დამართოდა, რაც დაიანას. ხედავდა, რომ მის ცოლს ისევე ექცეოდა სამეფო ოჯახიც და პრესაც, როგორც ლედი დი-ს. ამბობს, რომ ვერ დაუშვებდა ტრაგიკული ამბის გამეორებას.

რა ღირს ანუკი არეშიძის პოპულარული სტილის შემადგენელი სამოსი - მწვანე ქურთუკი "ინსტაგრამზე" დიზაინერების გამომწერების ფავორიტია

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია - ქართველმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ატაცში 222 კგ დასძლია

მეგან მარკლი პრინც ფილიპის დაკრძალვაზე ქმრის გვერდით არ იქნება - "ორსულობის გამო ექიმმა ურჩია, რომ არ იმოგზაუროს"