ავტორი:

"ვამხელ მოძალადეებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს... არ შევეგუები უსამართლობას" - ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა

"ვამხელ მოძალადეებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს... არ შევეგუები უსამართლობას" - ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა“ დააფუძნა. როგორც ის გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, ამხელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და არ შეეგუება უსამართლობას.

"ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და უსამართლო ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია იყოს წარმატებული და მდიდარი. 3-მილიონ 700 ათასიანი მოსახლეობიდან 400 ათასი სოციალურად დაუცველია, 300 ათასი მოვალეთა რეესტრშია, 600 ათასს ლომბარდის ვალი აქვს. 2012-2019 წწ-ში 760 ათასი ადამიანია ქვეყნიდან წასული.

2018 წლის "იუნისეფის“ დასკვნით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 69% ღარიბია. კოვიდით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად, შესაძლოა, დამატებით 160 ათასი ადამიანი აღმოჩნდეს სიღარიბეში, ხოლო 400 ათას ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. ბოლო 8 წლის განმავლობაში სურსათზე ფასი დაახლოებით 48%-ით გაიზარდა, მედიკამენტებზე კი 65-70%-ით. 2012 წლიდან საგარეო ვალი 3-ჯერ გაიზარდა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ევროპის 46 ქვეყნიდან 44-ე ადგილზე ვართ. ამ ყველაფრის პარალელურად, ნაწილ-ნაწილ ვკარგავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენთვის არ არსებობს სასამართლო, სადაც თავს დავიცავთ. პროკურატურა ივანიშვილის სურვილებს ასრულებს, პოლიცია პოლიტიკურ დავალებებს იღებს, სუს-ი კი ადამიანების შანტაჟითა და კონტროლით არის დაკავებული. პარლამენტი ერთი კაცის საქებრად შეკრებილ 96 სუბიექტს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ბოროტება უიმედობაა.

სახელმწიფო პროპაგანდა მუდმივად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ კორუფცია, გაჭირვება, უპერსპექტივობა და ოკუპაცია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და ბედისწერაა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ. ჩვენი ძალისხმევით, თანმიმდევრულობით და მკაფიო გეგმით. დროა, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით. ვამხელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და ყველანაირ უსამართლობას, ვამხელ და არ შევეგუები.

თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები, თქვენი ოჯახის, თქვენი სოფლის, ქალაქის, რაიონის მოსახლეობა უსამართლობისგან. თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო. მოგვაწვდინეთ ხმა“,-აცხადებს ხოშტარია ვიდეომიმართვაში.

"ისეთი დაკავებულია თვითიზოლაციაში მყოფი ღარიბაშვილი, რომ არ სცალია უკრაინის პრეზიდენტს დაურეკოს და დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია? - ბაიდენს სცალია და ღარიბაშვილს არა?" - კანდელაკი

გიგი უგულავა პროკურორზე - "ბულბულაშვილს" სადაც ვნახავ, პირში ვეტყვი, რომ არის მატყუარა - "პლინტუსს" ქვევითაა მისი პროფესიული ღირსება

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"