ავტორი:

რას წერენ ქალბატონები, რომლებმაც საპატრულო პოლიციისგან საჩუქარი მიიღეს

რას წერენ ქალბატონები, რომლებმაც საპატრულო პოლიციისგან საჩუქარი მიიღეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები მიართვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

სამართალდამცველების მოულოდნელმა საჩუქარმა ქალბატონები ძალიან გაახარა. ბევრმა მათგანმა მადლიერება სოციალური ქსელითაც გამოხატა. წერენ, რომ თაიგულით ხელში პოლიციელების დანახვა მოულოდნელი სიურპრიზი იყო.

ქეთევან ტრაპაიძე: რა კარგია, როდესაც პატრული ასეთი სითბოსთვის შეგაჩერებს... დიდი მადლობა ჩემგან და ჩემიანებისგან, უამრავი ადამიანისაგან, ვინც მიერთდება, ამ თმენით და სიმამაცით სავსე ბიჭებს - პატრულის წარმომადგენლებს. ხშირად მინახავს, როგორ ვაჟკაცობას და სიმშვიდეს ავლენენ, რა წნეხს უძლებენ. ნამდვილად გვეიმედებით. ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული მათ

ანა აკობია: რა მაგარია, ქუჩაში მოვდიოდი და უცებ პატრულმა რვა მარტი მომილოცა. ყურადღება და ეს პატარა თაიგული ძალიან გამიხარდა

"ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება...რამდენიმე დღეში კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე

"გზავნილი საკანი 224-დან..." - როგორ მიულოცა ნიკა მელიამ საყვარელ ქალს 8 მარტი

"ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვინც ჩაიწერა და დაამონტაჟა, თახსირია, მაგრამ მე სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია" - რას წერს ვასილ მაღლაფერიძე "ფეისბუქში"?