ავტორი:

"მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და - ბინა გაქრა და დარჩნენ ყველაფრის გარეშე... ნერვიულობისგან ცუდადაა, ოპერაციები სჭირდება" - ზურა ყიფშიძე თაღლითობის დეტალებზე

"მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და - ბინა გაქრა და დარჩნენ ყველაფრის გარეშე... ნერვიულობისგან ცუდადაა, ოპერაციები სჭირდება" - ზურა ყიფშიძე თაღლითობის დეტალებზე

ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ საკუთარ „ფეისბუქგვრდზე“ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ის წერდა, რომ ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. „მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება! არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს, მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად. სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს! გთხოვთ, ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო ამბობს მეუღლე. იქნებ შევძლოთ დახმარება! ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები! მე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერც სიუჟეტს მივუძღვნი. ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია, რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით! იმედია, შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას“.

AMBEBI.GE მსახიობ ზურა ყიფშიძეს დაუკავშირდა და სთხოვა, მოეთხრო, რა პრობლემის წინაშეა მათი ოჯახი.

ზურა ყიფშიძე:

- მოტყუებულია ჩემი ცოლი და მისი და. ეს ამბავი რამდენიმე წლის მერე გავიგე. მოკლედ, ქალებს უნდოდათ, კარგი საქმის გაკეთება - სილამაზის სალონი და მაღაზია გაეხსნათ. ენდნენ ვიღაცებს, იმათ ჩუმად შეაპარეს ისეთი რამ, რაზეც ხელი მოაწერინეს, რითაც გამოვიდა, რომ უფლებები სხვას მისცეს, ისე რომ ამის შესახებ არც იცოდნენ. არა მარტო ეს ბინა, კიდევ სხვა ადამიანების ბინებია ასე ჩადებული. რომ არ გადაიხადეს, იმან ადგა და ბინა გაყიდა. ჰოლანდიელმა, ფრანგმა და ერთდროულად საქართველოს მოქალაქემ, ნახევარ ფასად 12 თვის მაგივრად, ერთ კვირაში იყიდა... ფაქტობრივად, მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და - ბინა გაქრა და დარჩნენ ყველაფრის გარეშე.

- თქვენ ამ ამბის შესახებ თავიდან არ იცოდით?

- მე არც ვიცოდი, გვიან გავიგე. არასოდეს ვაკეთებ იმას, რაც არ ვიცი. როცა არ ვიცი, ასეთ დროს, მომყავს მცოდნე და ვიხმარებ. აქაც ეს საქმე თავის თავზე მცოდნეს უნდა აეღო, მათ შორის, ის ხელისმოწერაც... ამ ყველაფერში გამოუცდელი ქალები კი მარტივად მოატყუეს. ბოლოს კი ამოიღეს ხმა და ახლა უკვე საშინელი მდგომარეობაა...

- ეს ადამიანები ვინ არიან?

- ერთმა თავი მოიკლა და მეორემ - გაკოტრებულად გამოაცხადა თავი. მან დაზარალებული ადამიანების ნაწილს გადაუხადა. მე საიდან არ მივუდექი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მითხრა, - უბედური ვარ, არაფერი შემიძლიაო.

- გამოსავალი რაშია?

- გადაწყვეტილება გუშინწინ იყო მიღებული... ახლა არ ვიცი, მოლაპარაკებები თუ უშველის. გადაწყდა ისიც, რომ ეს ამბავი გავასაჯაროვოთ და იქნებ იმოქმედოს იმ ჰოლანდიელზე და დააბრუნოს მამაპაპისეული ქონება. უკვე აღარ ვიცი... ფაქტი ის არის, რომ ამ სიტუაციაში დაზარალებულები ვართ... სამი წლის წინ უნდოდათ ამის გასაჯაროება, მე ავუკრძალე, არ მინდა, მასმედიით ამაზე ლაპარაკი, ხალხი ისედაც ჭკუაზე არ არის, ამდენი პრობლემა აქვს და კიდევ ჩემი პრეტენზიების მოსმენა რა საჭიროა, სირცხვილია-მეთქი. მაგრამ ახლა უკვე ასეთი სიტუაციაა. ცუდად არის ჩემი ცოლი, ოპერაციები, საავადმყოფოები, ექიმები სჭირდება - ეს ნერვიულობა ჯანმრთელობაზეც დაეტყო. ახლა ვამბობ იმას, რაც ვიცი და ვიმეორებ, რაც ყველაზე ბოლოს გავიგე. არადა, მსახიობს არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი საქმიანობის გარდა, სხვა რამეზე ვილაპარაკო. რატომღაც გამოდის, რომ ვსაუბრობ სოციალურ უბედურებაზე, რაც ადამიანების ცხოვრებაში ყოველ ორ ნაბიჯზე გვხვდება. ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი მდგომარეობა ჩვენ შემთხვევაში შეიქმნებოდა.

"დაკანონებულია" - ახალდაქორწინებული მარიკა თხელიძე გულშემატკივრებს ქორწინების ამსახველ ფოტოს უზიარებს

"მოუსმინეთ საკუთარ თავს, რა გაბედნიერებთ" - დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი კვლავ ერთად არიან: წყვილის ახალი ფოტო

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს