ავტორი:

"მომდევნო დღეები გექნებათ შესაძლებლობა გაიგოთ დამატრებითი ინფორმაცია" - კახა კალაძე სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე

"მომდევნო დღეები გექნებათ შესაძლებლობა გაიგოთ დამატრებითი ინფორმაცია" - კახა კალაძე სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მას ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორად მიაჩნია.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა და აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერების შინაარსზე მას კომენტარი არც აქამდე გაუკეთებია და არც ახლა აპირებს.

„ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას მიმაჩნია არასწორად. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა თქვენც და საზოგადოებასაც გაიგოთ დამატრებითი ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ არ უპასუხა კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნება.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე - სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი არ გაგვაჩნია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

მსოფლიო ბაზარზე შესაფუთი მასალები 40%-ით გაძვირდა - ,,ფასის ზრდის ასახვა ქართულ ბაზარზე გარდაუვალი იქნება“