ავტორი:

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა - რა განაცხადა აშშ-ს ელჩმა?

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა - რა განაცხადა აშშ-ს ელჩმა?

გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება.

"კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, - განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში ქალბატონ კელი დეგნანთან, რომლის დროსაც განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთ მიმართულებით, მათ შორის როგორც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის პროცესში.უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აშშ-ის, როგორც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა ჩვენმა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში მიიღოს ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დავიწყოთ მოსახლეობის ვაქცინაცია.ასევე ვისაუბრეთ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.შეხვედრისას ასევე ყურადღება დავუთმეთ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ჩვენც ეგრე მოვიქცეოდითო, ეს არის "გაპრავება" გირგვლიანის, გელაშვილის და ბევრი სხვა ტრაგედიის" - გია ხუხაშვილი ბერას ინტერვიუსა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე

“ქართული ოცნების” ოფისთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა