ავტორი:

"ვპოსტავდი ვიდეოს შვილთან, მეუღლესთან, იქ კი შედიოდა ათასობით რეპორტი, რომ ეს არის პორნოგრაფია, ტერორისტული მიმართვა" - რას ამბობს ბერა "ტიკ ტოკზე" მისი პასიურობის თაობაზე?

"ვპოსტავდი ვიდეოს შვილთან, მეუღლესთან, იქ კი შედიოდა ათასობით რეპორტი, რომ ეს არის პორნოგრაფია, ტერორისტული მიმართვა" - რას ამბობს ბერა "ტიკ ტოკზე" მისი პასიურობის თაობაზე?

ბერა ივანიშვილმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ტელეკომპანია "იმედთან" ისაუბრა. მისი თქმით, ჩანაწერები 2011 წლის არის და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას არის გაკეთებული. მან არ დააკონკრეტა ჩანაწერები ავთენტურია თუ - არ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის იმის მიზეზი, როომ "ტიკ ტოკზე" მისი ვიდეოები აღარ ჩანს, ბერა ივანიშვილმა უპასუხა

"როდსაც კონტრაქტი გავაფორმეერთ ერთ ამერიკულ ლეიბლთან და გამოვუშვით მაშინ აუდიო სიმღერა (ეს არ იყო კლიპი, ეს იყო სიმღერა ატვირთული "იუთუბზე"), რომელსაც უბრალოდ, ჩემი პორტრეტი ედო ფონად, მაშინ შემოვარდა რამდენიმე ასეული რეპორტი, რომ ე.ი. ეს იყო რაღაც პორნოგრაფიის შემცველი კლიპი. არა და, ეს იყო სიმღერა. ლეიბლის თანამშრომლები გადაირივნენ, - რა ხდებაო. ყველა რეპორტი იყო საქართველოდან. ამის შემდეგ, რაც არ უნდა გამეკეთებინა საზღვარგარეთ, გავიხსენებ, იგივე დონაციას ამაზონის ტყის ტრაგედიასთან დაკავშირებით - იქაც ბრაზილიურ მედიას აქედან ურეკავდნენ, აგინებდნენ. ბრაზილიელები მეუბნებოდნენ, - შიდა რაღაც პოლიტიკური გარჩევები რომ გვაქვს, მაშინ არ ხდება მსგავსი სიტყვებით მუქარა და ლანძღცა-გინება და რა ხდება, რა ხალხი ხართო.

მოკლედ, იგივე ხდება ჩემს "ტიკ-ტოკზეც" შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, ყოველ დღე არეპორტებენ ჩემს გვერდს რამდენიმე ასეული თუ არა ათასეული "ექაუნთი“, აბსოლუტურად ყველა საქართველოდან. დაზიანდა ჩემი ექაუნთი. როდესაც ვპოსტავდი ვიდეოს ჩემს შვილთან, ჩემს მეუღლესთან, იქ შედიოდა ათასობით რეპორტი, რომ ეს არის პორნოგრაფია, რაღაცა ტერორისტული მიმართვა, რაღაცა სახიფათო კონტენტი. როდესაც "ტიკ ტოკის" მენეჯერებს დავუკავშირდი, მათ მითხრეს, რომ მილიარდამდე ადამიანს აქვს "ტიკ ტოკი" და ეს არის პირველი შემთხვევა ამ აპლიკაციის ისტორიაში, ასე ვიღაცას თავს ესხმოდნენ და ებრძოდნენო. ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად აღვადგენთ ამას და გამოვასწორებთ. მინდოდა, ეს რამოდენიმე ფაქტიც მომეყოლა საზოგადოებისთვის“.

"ვაქცინაცია საქართველოში ნებაყოფლობითია, ასევე, მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას, აირჩიონ მათთვის სანდო ვაქცინა" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა - რომელ ვაქცინას შემოიტანენ პირველ ეტაპზე

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“: სერვისის სპეციალური კამპანიის ფარგლებში უფასო ტექნიკური მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა VIN-კოდი უნდა შეამოწმოს