ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სადაც მან გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა, ცნობილი ფრაზის "ტრი ტრის" შესახებაც გააკეთა კომენტარი. მომღერალი განმარტავს, რომ მას ეს სიტყვა არ უთქვამს და სინამდვილეში ღარიბაშვილს "ანტონი"-ს ეუბნება.
"ტრიტრი საიდან გაიგეს საერთოდ მე არ ვიცი. იქ, 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკლაურ საკითხებთან დაკავშირებით და ირაკლიმ ფრანგული ძალიან კარგად იცის და ერთმანეთს ხუმრობით ფრანგულ სახელებს ვეძახდით და იქ ტრიტრის არ ვიძახი იქ ვიძახი ანტონიიი (ფრანგული აქცენტით)" - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.