ავტორი:

კახა კალაძის განცხადებით, 27 ოჯახს ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა - "თქვენი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოთ.. ჩვენ ხელს შეგიწყობთ"

კახა კალაძის განცხადებით, 27 ოჯახს ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა - "თქვენი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოთ.. ჩვენ ხელს შეგიწყობთ"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 27 ოჯახს საცხოვრებელი ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ოჯახებს ბინის დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში ჰქონდათ.

"წლევანდელ ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალური მიმართულება გახლავთ. ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი კარგი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა - საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემა იმ ოჯახებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ამ ბინებში ცხოვრობს და არა მიწების მიტაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობები. კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო მიწების გატაცება მოხდეს და შემდეგ უკანონო მშენებლობები.

ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა, რითაც სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით. გვაქვს პროგრამა, სადაც 7 000 000 ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ის ოჯახები, ვისაც არ აქვს სახლი, ბინა სოციალურად შეჭირვებულია დავეხმაროთ და იჯარით გავიყვანოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო ქონებების დატაცება მოხდეს და შემდეგ შენობა-ნაგებობები განთავსდეს.

სიახლეა, რომ 27 ოჯახს საცხოვრებელი ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს 1500 მეტ ოჯახს უკვე დავეხმარეთ ამ მიმართულებით. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ვისაც ანალოგიური პრობლება გაწუხებთ, თქვენი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოთ, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება მოხდეს, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სთხოვა თუ არა ანტონ ობოლაშვილმა ტიკარაძეს ახლობლისთვის ვაქცინა? - "ოცნების" დეპუტატი მასზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

"აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება შეიძლებოდა, ამის ბერკეტები დღესაც არსებობს" - ნათია მეზვრიშვილი ნიკა მელიას საქმეზე

"მოლაპარაკების წინ  მსგავსი შინაარსის წერილი ტაქტიკური შეცდომაა" - "სტრატეგია აღმაშენებელი" ოპოზიციის განცხადებას ეხმაურება