ავტორი:

ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა - ვინ არის გოგონა, რომელიც ქმარზე 31 წლით უმცროსია

ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა - ვინ არის გოგონა, რომელიც ქმარზე 31 წლით უმცროსია

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, 57 წლის ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა. ამჯერად მისი რჩეული 26 წლის რიკო შიბატაა. წყვილმა ერთმანეთი იაპონიაში, ერთი წლის წინ, 2020 წლის იანვარში გაიცნო. მარტში გოგონა აშშ-ში ჩავიდა და გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა შემდეგ კვლავ განშორება მოუხდათ.

მსახიობი ამბობდა, რომ კორონავირუსის გამო ისინი ხშირად ვერ ახერხებდნენ შეხვედრებს.

"ის იაპონიაში, კიოტოში დაბრუნდა, მე ნევადაში ვიყავი და 6 თვის განმავლობაში ვერ შევძელით ერთმანეთის ნახვა“, - ამბობდა ნიკოლასი ერთ-ერთ რადიოგადაცემაში სტუმრობისას, სადაც ასევე აღნიშნა, რომ საყვარელი ქალისთვის შავი ბრილიანტის თვლიანი ნიშნობის ბეჭედი ჰქონდა შეძენილი, რადგანაც რიკო შიბატას საყვარელი ფერი შავია და ამიტომაც, მისთვის ბეჭედი სპეციალურად დაამზადებინა.

წყვილმა 2021 წლის 16 თებერვალს იქორწინა, თუმცა მედიისთვის ეს ამბავი ახლახანს გახდა ცნობილი. ქორწილის ცერემონია ლას ვეგასში ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში შედგა. ქეიჯს Tom Ford-ის კოსტიუმი ეცვა, ხოლო პატარძალს ტრადიციული იაპონური კიმონო. ქორწილის ცერემონიას მხოლოდ უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ.

ნიკოლას ქეიჯი აქამდე ოთხჯერ იყო დაქორწინებული. 1995-2001 წლებში მისი ცოლი პატრიცია არკეტი იყო, 2002 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში ლიზა მარი პრისლი, ალისა კიმზე დაქორწინდა 2004 წელს და წყვილი 2016 წლამდე იყო ერთად. 2019 წელს მსახიობი ერიკა კოიკეზე დაქორწინდა, მაგრამ ქორწინებიდან 4 დღეში წყვილმა ქორწინების ანულირება მოითხოვა.

მისი ამჟამინდელი ცოლი, რიკო შიბატა ქმარზე 31 წლით უმცროსია. ის იაპონელია, თუმცა ნიუ იორკში დაიბადა და გაიზარდა. რიკო შიბატა თავადაც მსახიობია.

"დედამ მის ქმართან გააბა რომანი... ლაიზასთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა" - მსახიობის ტრაგიკული ცხოვრება და აუხდენელი ოცნება საკუთარ შვილზე

ძმები არველაძეების დაუვიწყარი გართობა სტამბოლში, იახტაზე, ლელა წურწუმიას სიმღერების ფონზე - ახალი ინტერნეტჰიტი

"შეყვარებული ჭირიმე, სხვას უთხოვნია"- ქართული სიმღერა Netflix-ის ახალ თურქულ ფილმში, რომელშიც ქართველებისთვის ცნობილი თურქი მსახიობი თამაშობს