ავტორი:

"ოჯახი რომ დავტოვე, ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა... სამი გოგოს მამა ვარ" - უცნობი ფაქტები მეუფე ნიკოლოზის შესახებ

"ოჯახი რომ დავტოვე, ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა... სამი გოგოს მამა ვარ" - უცნობი ფაქტები მეუფე ნიკოლოზის შესახებ

მეუფე ნიკოლოზი, რომელიც საკუთარი განცხადებების გამო ხშირად მოქცეულა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, გადაცემა "სთორიში" ბავშვობაზე, დედაზე, მეუღლესა და შვილებზე საუბრობს.

როგორც მეუფე ამბობს, მისი საერო სახელი არის პაატა და დღემდე ამ სახელს მხოლოდ დედა ეძახის.

"დედაჩემს წამოსცდება ხოლმე და პაატათი მომმართავს, შვილები სახელით არასოდეს მომმართავდნენ, რაც შეეხება მეუღლეს, ჩვენი საერთო შეთანხმებით, მე ოჯახი დავტოვე და ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა. ეს მოხდა 1996 წელს, როდესაც ბერად აღვიკვეცე. ჩემი და მეუღლის ურთიერთობას დაეტყო ეს ამბავი, ისე ოჯახთან ურთიერთობა მაქვს. სამი გოგოს მამა ვარ. მეუღლე, როგორც მეუფეს, ისე მომმართავს" - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე ბავშვობასაც იხსენებს და ამბობს, რომ საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო. როგორც გადაცემაში ჰყვება ოჯახში მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. მისი თქმით, ჟურნალისტი იყო.

"ცელქი ბავშვი ვიყავი, დედა იყო ჟურნალისტი. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი რომ გაიხსნა, პირველი გამოშვება მან დაამთავრა. მყავდა ერთი და" - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

როგორც ამბობს, მათემატიკაში გამორჩეული მოსწავლე იყო.

"კლასელების მშობლები თვლიდნენ, რომ გენიოსი ვიყავი. ეს იუმორით, რა თქმა უნდა. მეექვსე კლასში ვიყავით, როდესაც კინოში მივდიოდით, კლასელებს მშობლები ეკითხებოდნენ, პაატა მოდის? თუ მივდიოდი თავისუფლად უშვებდნენ" - ჰყვება მეუფე ნიკოლოზი.