ავტორი:

"ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ..." - რას წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ბერასთან დაკავშირებულ კომენტარებზე

"ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ..." - რას წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ბერასთან დაკავშირებულ კომენტარებზე

მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც აშშ-ში ემიგრაციაშია, ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ სოციალურ ქსელში დაწერილ კრიტიკულ, თუ შეურაცხმყოფელ კომენტარებზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"მაქსიმალურად თავს ვიკავებდი არ მინდოდა რამე კომენტარი გამეკეთებინა, სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვწერ ამ პოსტს. საერთოდ ვერ ვერკვევი პოლიტიკაში და მგონია რომ ვერასდროს გავიგებ. არ ვიცნობ ბერა ივანიშვილს, არც მის გარემოცვას... არც მისგან მიმიღია რამე ბენეფიტი და არც "ქართული ოცნების" დიდი მოტრფიალე ვარ, არც ბერას ერთგული მსმენელი, მაგრამ რასც ეხლა ვხედავ გაუგონარი და დაუჯერებელია...

შეიძლება პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, ვერ იტანდე, გეზიზღებოდეს მაგრამ იმის შვილებთან რა გვესაქმება? შვილები მშობლებს არ ვირჩევთ. განა რა დააშავეს ამ ბავშვებმა ესეთი? აგრესიაცაა და აგრესიაც... სირცხვილია უბრალოდ ასეთი ბულინგი. კიდევ ვიმეორებ არ ვიცნობ და არანაირი ინტერესი არ მაქვს ამ სტატუსით ვინმეს ვასიამოვნო, არც საქართელოში ვაპირებ ჩამოსვლას ალბათ დიდი ხანი, არც არავინ დამრჩა მანდ, ვის გამოც ვივლიდი...

ალბათ შინაგანი კოლეგიალურობა მალაპარაკებს, ყველა ხელოვანი მენანება, ვისაც ესე ერთ დროს აღმერთებდნენ და მერე ტალახს ესროდნენ... ამდენი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მინახავს, აქ "ჰეითერები" ვის უკვირს, მაგრამ ეს რაღაც სხვაა... ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ.

განა რა გახდა გვიყვარდეს ერთმანეთი... არ განვიკითხავდეთ და არ ვხოცავდეთ? განა რამდენი დავრჩით? რატომ ვერ ვიტანთ ქართველები ესე ერთმანეთს? გული მტკივა, სად წავიდა ის სტუმართმოყვარე, ერთგული და ყველაზე ლმობიერი და მიმტევებელი ერი, რასაც გვასწავლიდნენ ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები...

რაც შეეხება ამიკოს, ალბათ სულ მცირე 15 წელია ვიცნობ თავმდაბალი, უშუალო და კეთილი ადამიანია. ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს. მისი ძალადობა არავის გაგვიგონია, ვინც ვიცნობთ... სიყვარული გადაგვარჩენს მეტი არაფერი... სიცოცხლე სულ რაღაც 1 წამია და ისიც ბოროტებაში და სიძულვილში გავლიოთ ძალიან დასანანია... პატივისცემით, თქვენი ემიგრანტი ნინი შერმადინი", - წერს მომღერალი.